png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის საგარეო პოლიტიკის წარმოება - მამუკა მდინარაძე

  • პოლიტიკა
  • 15.03.2022
  • 13:39
პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის საგარეო პოლიტიკის წარმოება - მამუკა მდინარაძე

პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის საგარეო პოლიტიკის წარმოება, პრეზიდენტს აქვს ბევრი სიმბოლური კომპეტენცია, ცერემონიული კომპეტენციების მათ შორის და არის ერთადერთ გამონაკლისი დაშვება, რომ მან საგარეო ურთიერთობებში წარმოადგინოს ქვეყანა და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის თანხმობით, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

მისი თქმით, ახლა უკრაინის თემა არის ყველაზე ემოციური.

"ამის გამოყენება ამ მიზნებისთვის არის ცუდი. ბუნებრივია, ლეგიტიმური ეჭვი ჩნდება, პოპულისტური ხომ არ იყო ეს ნაბიჯები, როდესაც მომგებიანი თემაა მათი გადმოსახედიდან, ვინც ამას აკეთებს, ეს პრეზიდენტი იქნება, თუ სხვა პოლიტიკოსი, მათი აზრით, მომგებიანი თემაა და უკრაინის საკითხებზე წავედი, მაგრამ რა ჩამოიტანა, შედეგი რა იყო ამის, ამით ხომ უნდა გავაკეთოთ ანალიზი. შეხვდა მაღალი თანამდებობის რანგის პირებს, ეს ძალიან კარგად გამოიყურებოდა ვიზუალურად და შედეგი რა მივიღეთ, გუშინ ერთი სიტყვა რომელიმე თქვენგანმა ამ შეხვედრების შედეგის შესახებ მოისმინეთ? ძალიან გთხოვთ, შემახსენოთ, გუშინ რა მოისმინეთ ამ შეხვედრებიდან. კონკრეტული შედეგი რამე იცით?

როდესაც პრეზიდენტის წარმომადგენელი იყო ბიუროს სხდომაზე მოსული და გვეუბნებოდა, რომ ევროკავშირში გამართულ შეხვედრებზე უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა მოხსენება, ერთი სიტყვა ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ? გარდა ზოგადი ფრაზისა? შესაბამისად, რისკებს, საგარეო პოლიტიკას, კონკრეტულ მიმართულებებს, განსაზღრავს ზოგადად პოლიტიკას საქართველოს პარლამენტი და მთავრობა აკეთებს ამის აღსრულებას, ანუ პასუხისმგებელია მთავრობა. პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის საგარეო პოლიტიკის წარმოება, პრეზიდენტს აქვს ბევრი სიმბოლური კომპეტენცია, ცერემონიული კომპეტენციების მათ შორის და არის ერთადერთ გამონაკლისი დაშვება, რომ მან საგარეო ურთიერთობებში წარმოადგინოს ქვეყანა და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის თანხმობით. მაშინ, როდესაც თანხმობა მთავრობის არ იყო, ამაზე დღეს მოვისმინეთ პრემიერის განმარტებაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმაზე, რომ არ იცოდა მთავრობა რა კონკრეტული გზავნილებით და კონკრეტულად რა გადაწყვეტილებით, გეგმით მიდიოდა პრეზიდენტი, მან არც კი ჩააყენა არავინ საქმის კურსში, პასუხისმგებელი მთავრობა ამაზე არ ჩააყენა საქმის კურსში, ისე დაგეგმა“, – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge