png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ აგვიტოს ომის საქმეზე სამართალი აღსრულდება - არჩილ თალაკვაძე

  • კომენტარები
  • 11.03.2022
  • 11:21
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ აგვიტოს ომის საქმეზე სამართალი აღსრულდება - არჩილ თალაკვაძე

ჰააგა არის უკვე მეორე საერთაშორისო ინსტანცია, სადაც საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო მტკიცებულებებისა და არგუმენტების წარმატებით წარდგენა და თავისი სიმართლის დამტკიცებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ აგვიტოს ომის საქმეზე სამართალი აღსრულდება და დადგა დრო, როცა დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან.

„ჰააგის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერები გაიცა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების იმ ჩინოსანთა მიმართ, რომელთაც პროკურორის მტკიცებით, 2008 წლის ომის დროს მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს და ადამიანების კონვენციური უფლებები დაარღვიეს. ეს ეხება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ტყვედ აყვანას, მათი უფლებების ხელყოფას. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ამ საქმეზე სამართალი აღსრულდება და ის დრო მოვიდა, როცა დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან.

ევროსასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქმის მოგების შემდეგ, ჰააგა არის უკვე მეორე საერთაშორისო ინსტანცია, სადაც საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო მტკიცებულებებისა და არგუმენტების წარმატებით წარდგენა და თავისი სიმართლის დამტკიცებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ამიტომ, მინდა, მთავრობას და იმ იურისტებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, რომლებიც საქართველოს დასაცავად იყვნენ ჩართულნი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ჰააგის სასამართლოს მთავარმა პროკურორმა 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი ომის დანაშაულების გამო მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის დაპატიმრების ორდერებს გაცემა მოითხოვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge