png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მოგიწოდებთ, იხელმძღვანელოთ ჩემი ქართველი ხალხის ხმით და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, მიანიჭოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი - სააკაშვილი ევროპელ ლიდერებს

  • კომენტარები
  • 09.03.2022
  • 20:02
მოგიწოდებთ, იხელმძღვანელოთ ჩემი ქართველი ხალხის ხმით და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, მიანიჭოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი - სააკაშვილი ევროპელ ლიდერებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპელ ლიდერებს სპეციალური წერილით მიმართავს და სთხოვს, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.

"ჩემი ღია წერილი ევროკომისიას და ევროპელ ლიდერებს მე ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც დაიცვა თავისი ქვეყანა რუსეთის თავდასხმის დროს 2008 წელს. მე გწერთ საქართველოს ციხის საკნიდან, სადაც, როგორც უკრაინის მოქალაქე და პრეზიდენტ ზელენსკის უფროსი მრჩეველი, ვიმყოფები ბრალდებით, რომელსაც Amnesty International „აშკარა პოლიტიკურ შურისძიებას“ უწოდებს. უკრაინის მთავრობამ მრავალჯერ მოითხოვა ჩემი დაბრუნება უკრაინაში. როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, განაცხადი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. საქართველოს მთავრობა ძალიან შორს არის დემოკრატიული სტანდარტებისგან. მან ასევე უარი თქვა სოლიდარობა გამოეხატა თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენს ხალხს კი ნამდვილად აქვს ევროპული იდენტობა. და მაინც, საქართველოს მთავრობა არ არის ქართველი ხალხი. თაობების და საუკუნეების განმავლობაშიც კი, ჩვენ ვისწრაფოდით დავბრუნებულიყავით ჩვენს ევროპულ ოჯახში. ჩვენ გვყავს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოს მოქალაქეების 80% მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას. მოგიწოდებთ, იხელმძღვანელოთ ჩემი ქართველი ხალხის ხმით, რომელიც ხმამაღლა ისმის მრავალი ათასი ადამიანის მიერ ჩვენს ქუჩებში, და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, მიანიჭოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი“, - წერს მიხეილ სააკაშვილი

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge