png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ქართველ იურისტებთან ერთად ვიმყოფები უკრაინის ქალაქ ხმელნიცკში. ჩვენს გამოცდილებასა და ძალისხმევას მოვახმართ იმას, რომ რუსმა ოკუპანტებმა, უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით, პასუხი აგონ - მერაბიშვილი

  • კომენტარები
  • 05.03.2022
  • 15:22
ქართველ იურისტებთან ერთად ვიმყოფები უკრაინის ქალაქ ხმელნიცკში. ჩვენს გამოცდილებასა და ძალისხმევას მოვახმართ იმას, რომ რუსმა ოკუპანტებმა, უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით, პასუხი აგონ - მერაბიშვილი

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან, მათ შორის 2008 წლის ომის დროს რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დროს მიღებული გამოცდილების გაზიარების გზით, წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი. მისი თქმით, ახლა ქართველი იურისტების გუნდთან ერთად ამჟამად ვიმყოფები უკრაინის ქალაქ ხმელნიცკში.

"ახალი ნიუნბერგის პროცესი პუტინის წინააღმდეგ

2 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, იგივე ჰააგის ტრიბუნალმა, რომელიც იძიებს გენოციდის, სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, 39 ქვეყნის მიმართვის საფუძველზე, დაჩქარებულ რეჟიმში დაიწყო უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება.

ტრიბუნალის გამომძიებლები უკვე იმყოფებიან უკრაინაში და უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან ერთად რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებებს აგროვებენ.

ქართველი იურისტების გუნდთან ერთად ამჟამად ვიმყოფები უკრაინის ქალაქ ხმელნიცკში. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან, მათ შორის 2008 წლის ომის დროს რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დროს მიღებული გამოცდილების გაზიარების გზით.

ჩვენ, მთელს ჩვენს გამოცდილებასა და ძალისხმევას მოვახმართ იმას, რომ რუსმა ოკუპანტებმა, როგორც უშუალოდ დანაშაულის ჩამდენმა, ასევე დანაშაულებრივი ბრძანების გამცემმა პირებმა, უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით, პასუხი აგონ ყველა იმ უკანონობისთვის, რაც მათ ჯერ საქართველოსა და შემდგომ უკრაინაში ჩაიდინეს", აცხადებს მერაბიშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge