png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით ამ ძნელბედობის ჟამს - კახა კალაძე

  • კომენტარები
  • 02.03.2022
  • 13:38
ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით ამ ძნელბედობის ჟამს - კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.

კახა კალაძის თქმით, საქართველო იყო და არის უკრაინის მეგობარი და მხარდამჭერი ქვეყანა.

„საქართველო ყოველთვის იდგა, დგას და მომავალშიც იდგება უკრაინელი ხალხის გვერდით. ჩვენ პირველივე დღიდან ყველაფერს ვაკეთებთ, ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ერთად და ყველა საერთაშორისო პლატფორმა იქნა გამოყენებული, რომ გამოგვეხატა მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისთვის. ეს დამოკიდებულება, მომავალშიც, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით ამ ძნელბედობის ჟამს. რაც შეეხება დახმარებას, ცენტრალური ხელისუფლება საქართველოში ჩარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს ყველანაირად ეხმარება, რასაც მივესალმებით. ასევე, ჰუმანიტარული ტვირთი იქნა გაგზავნილი უკრაინაში. ამაზე არ ვჩერდებით, დახმარება გაგრძელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა, პირადი სახსრებით გაუწიოს დახმარება გაჭირვებაში მყოფ უკრაინელ ხალხს და მისცეს მათ თავშესაფარი თბილისში.

„მე, ჩემი მხრივ, პირადად კახა კალაძე, ჩემს მეგობრებთან ერთად, მზად ვარ გვერდში დავუდგე უკრაინელს ხალხს. გუშინ მთავრობის სხდომაზე ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ადამიანი მეხმაურება და ვაპირებთ, რომ გავხსნათ ანგარიში რაღა ფინანსური დახმარება გავუწიოთ უკრაინელ ხალხს. ამასთან დაკავშირებით ძალიან მალე გავაკეთებთ განცხადებას, თუ სად შეეძლებათ თანხის გადმორიცხვა ჩვენს მეგობრებს, რომ შემდეგ ეს თანხა მოხმარდეს უკრაინელ ხალხს ამ ძნელბედობის ჟამს. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge