png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გივი თარგამაძე: დაუცველი ხდება ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე

  • კომენტარები
  • 29.09.2015
  • 12:40
გივი თარგამაძე: დაუცველი ხდება ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გივი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სექტემბერში მომხდარი კრიმინალური შემთხვევების შესახებ ისაუბრა.

„მინდა მოგაწოდოთ სექტემბერში მომხდარი კრიმინალური შემთხვევის რეალური სტატისტიკა. მხოლოდ ამ თვეში ჩვენ გვაქვს თბილისში, ბათუმსა და უკანა ფშავში 3 ორმაგი მკვლელობა; პოლიციელის მკვლელობა თელავში; ანაკლიაში პატრული გვამია ნაპოვნი; შუახევსა და ყვარელში გვაქვს ქალბატონების ორი ცალკეული შემთხვევა; ერთი მამაკაცის მკვლელობა ბათუმში; ერთი არასწრულწლოვნის მკვლელობა ფონიჭალაში; ასევე, ბანკების, კერძო ბინების ძარცვა და დიდი რაოდენობით თანხების გატაცება; მრავალჯერადი სროლები, რომელსაც პირების დაჭრა მოჰყვა. გუშინ იყო აპოგეა, როდესაც დღისით, ხალხის თანდასწრებით, აბაშიძეზე ორი ადამიანი დაჭრეს, მოგვიანებით ამავე ადგილას განმეორებით სროლა ისმოდა, ამის შემდეგ კი ავჭალაში, ორი ახალგაზრდა დაჭრეს.

ესაა კატასტროფული სურათი, მზარდი ტენდენცია, რომელსაც თავისი მიზეზები აქვს - აგვისტო-სექტემბერში, პროფესიონალი პოლიციელების სამსახურებიდან წასვლის  მესამე ტალღა დაიწყო. ეს ადამიანები უბრალოდ ვერ ძლებენ ამ გარემოში, ისინი ვერ მუშაობენ იმ ახლადაღზევებულ ადამიანებთან, რომელთაც სამართალდამცავ ორგანოებთან საერთო არ აქვთ. ისინი ერთადერთი ნიშნით, ბიძინა ივანიშვილის პირადი ერთგულებისა და მასთან მსახურობისთვის იმ კარიერას ერთ დღეში იკეთებენ, რომელსაც პროფესიონალი სამართალდამცავები მთელი ცხოვრების მანძილზე გადიან.

ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება თუ ამას ყველა ადამიანი არ აღიარებს, უპასუხისმგებლო დაცვის გამო პრაქტიკულად დაუცველი ხდება ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge