png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რასაც ქართული ოცნება აკეთებს, სამარცხვინო განცხადებებით, დუმილით, “მილიონი ლარის დახმარებით” და “აბა ომი გინდათ” დემაგოგიით არის ისტორიული სირცხვილი - გიორგი ქადაგიძე

  • კომენტარები
  • 27.02.2022
  • 12:40
რასაც ქართული ოცნება აკეთებს, სამარცხვინო განცხადებებით, დუმილით, “მილიონი ლარის დახმარებით” და “აბა ომი გინდათ” დემაგოგიით არის ისტორიული სირცხვილი - გიორგი ქადაგიძე

ბევრი შეცდომა დაგვიშვია და კიდევ ბევრს დავუშვებთ ქვეყნის მშნებლობის გზაზე, მაგრამ ლაჩრების სახელი არასდროს გვიტარებია, წერს სოციალურ ქსელში სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. მისი განმარტებით, რასაც ქართული ოცნება აკეთებს არის ისტორიული სირცხვილი, რომლის დაწერის უფლება, არათუ ხელისუფლებას, არც ერთ თაობას არ აქვს.

"ჩვენი ქვეყნის მთავარი მეგობარი, რომელიც ყველაზე რთულ დროს დაუფიქრებლად გვეხმარებოდა, ბოროტების იმპერიის არნახულ აგრესიას უმკლავდება.

გმირულად იბრძვის კაცი და ქალი, ყველა ქალაქი და დაბა. მთელი ცივილიზებული მსოფლიო ეხმარება, ჩვენი ქვეყნის დიდ ნაწილი ღამეების ათენებს დამაიმედებლი ამბების ძიებაში.

ამ დროს, ოლიგარქატის მსახური “მაღალი თანამდებობის პირები” საკუთარი ფინანსური ინტერესების და მოჩვენებითი უსაფრთხოების დაცვას, გვიფუთავენ როგორც “პრაგმატულ პოლიტიკას” და ისტორიული სირცხვილს ფურცელს წერენ ქართველი ხალხის სახელით.

თურმე “ხორბალს ვყიდულობთ”” რუსებისგან”, “თურმე დენს ვყიდულობთ”, “თურმე გაზს ვყიდულობთ”, “თურმე ვაშლს ვყიდით” და ა.შ.

ბევრი შეცდომა დაგვიშვია და კიდევ ბევრს დავუშვებთ ქვეყნის მშნებლობის გზაზე, მაგრამ ლაჩრების სახელი არასდროს გვიტარებია.

რასაც ქართული ოცნება აკეთებს, სამარცხვინო განცხადებებით, სამარცხვინო დუმილით, “მილიონი ლარის დახმარებით” და “აბა ომი გინდათ” დემაგოგიით არის ისტორიული სირცხვილი, რომლის დაწერის უფლება, არათუ ხელისუფლებას, არც ერთ თაობას არ აქვს.

ბოდიში თუ პათეტიკურად ჟღერს, უბრალოდ თავიდან არ ამომდის, ვუყურებ კადრებს უკრაინიდან და ვერ ვირეცხავ ამ სირცხვილის გრძნობას.

პ.ს. მხოლოდ ხალხმრავალი მხარდამჭერი დემონსტრაციები და უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონი არის დღეს საქართველოს სინდისი", წერს სოციალურ ქსელში გიორგი ქადაგიძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge