png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სადეპუტატო მანდატი თუ შემიწყდება, ეს იქნება პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა - ბადრი ჯაფარიძე

  • კომენტარები
  • 11.02.2022
  • 18:16
სადეპუტატო მანდატი თუ შემიწყდება, ეს იქნება პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა - ბადრი ჯაფარიძე

სადეპუტატო მანდატი თუ შემიწყდება, ეს იქნება პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა, ვიმოქმედებ შესაბამისად, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, სამართლებრივად არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ მას პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტოს.

„ანალოგიური სისულელე დღევანდელ სასამართლოსაც კი გაუჭირდება, მოძებნოს. მე ამას ვუწოდებ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო მოსამართლემ. თავისთავად ეს გაგრძელებაა იმ პოლიტიკური დევნის, რომლის ობიექტებიც ვიყავით მე და მამუკა ხაზარაძე ბოლო 3 წლის განმავლობაში. დაველოდოთ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას. ნათელია, რომ სამართლებრივად არანაირი საფუძველი არ არსებობს. დაველოდოთ, რას გადაწყვეტს „ქართული ოცნება“.

ჩემი მანდატი თუ შეწყდება, ეს იქნება პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა, ვიმოქმედებ შესაბამისად. წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება არ მინდა. სამი წელიწადია, მიმდინარეობს სასამართლო დევნა, ესეც ამ დევნის გაგრძელებაა. სამწუხაროდ, საპროცედურო კომიტეტის გადაწყვეტილებაც არის იგივე. დაველოდოთ, თვითონ სხდომაზე რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს. კომიტეტის დასკვნა პლენარულ სხდომას წარედგინება. გადაწყვეტილების მიღება პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით მოხდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge