png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ამ ფორმატში ჩემი ადგილი არ არის - ნინო ბურჯანაძემ სალომე ზურაბიშვილთან მიმდინარე შეხვედრა დატოვა

  • კომენტარები
  • 10.02.2022
  • 18:05
ამ ფორმატში ჩემი ადგილი არ არის - ნინო ბურჯანაძემ სალომე ზურაბიშვილთან მიმდინარე შეხვედრა დატოვა

ერთიანი საქართველოს ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტთან მიმდინარე შეხვედრა დატოვა. "მგონია, რომ ამ ფორმატში ჩემი ადგილი არ არის", - განაცხადა მან ათონელის რეზიდენციიდან გამოსვლის შემდეგ.

ბურჯანაძის თქმით, რაკურსი გადავიდა წარსულის შეფასებაზე, რაც მნიშვნელოვანია, თუმცა ახლა ნომერ პირველი აქტუალობის არ არის.

"მქონდა მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაგვაყენებდა საქმის კურსში უკვე ჩატარებული კონსულტაციების თაობაზე. როგორც მინიმუმ თავის მოსაზრებას გვეტყოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზას ხედავს ის კრიზისიდან გამოსასვლელად. წარსულის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ახლა ნომერ პირველი აქტუალობის. მე არ ვარ ისტორიკოსი, რომელიც დაიწყებს წარსულის კომპეტენტურ შეფასებას. მე ვარ პოლიტიკური პარტიის ლიდერი, მოქმედი პოლიტიკოსი და ბუნებრივია, ნებისმიერ შეფასებასთან დაკავშირებით ჩემი პოლიტიკური ხედვა მექნება," - განმარტა ბურჯანაძემ.

ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში შეხვედრები ათონელის რეზიდენციაში უკვე ორი თვეა გრძელდება. 10 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წამოიწყებს "ინკლუზიურ პროცესს", საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge