png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

კონკრეტულ ტელევიზიებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სურთ, რაც არ გამოუვათ - კახა კალაძე

  • კომენტარები
  • 26.01.2022
  • 13:56
კონკრეტულ ტელევიზიებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სურთ, რაც არ გამოუვათ - კახა კალაძე

კონკრეტულ ტელევიზიებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სურთ, რაც არ გამოუვათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ის ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებულ არასწორ ინფორმაციას გამოუეხმაურა, თითქოს მან 3 მილიონის ქონება 69-ათასიან მიწაში გაცვალა.

"რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ტელეკომპანიაში საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს. ამჯერად, მთელი გადაცემა მიუძღვნეს, რომ თითქოს 700 კვ. მ მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა მოხდა. ჩემი განმარტება სრულყოფილად არ გასულა ეთერში. საქმე კი მარტივადაა: ავლაბარში გაიცა სამშენებლო ნებართვა სასტუმროს მშენებლობაზე, რაც წარმოადგენს სკვერის ტერიტორიას. ეს არასწორია. რეალურად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი შეფასდა სამხარაულის ბიუროს მიერ. ასევე, ის კონკრეტული მიწის ნაკვეთიც შეფასდა, რაც მუნიციპალიტეტის საკუთრება იყო. ერთნაირი თანხების შესაბამისად მოხდა ადგილმონაცვლეობა", - თქვა კალაძემ.

მერის განცხადებით, რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მშენებლობების ნებართვის გაცემა დაუშვებელია.

"ზოგადად რეკრეაციულ სივრცეებთან დაკავშირებით იცით ჩემი დამოკიდებულება. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რეკრეაციული სივრცეები გავანადგუროთ. ეს წლების წინ ხდებოდა - ანგრევდნენ სპორტულ მოედნებს, მწვანე სივრცეებს. დღეს მე და ჩემი გუნდი ასეთ ადგილებს ვუბრუნებთ ქალაქს და ეს მილიონები ჯდება. ამ შემთხვევაში, გაკეთდა ადგილმონაცვლეობა. 2012 წლიდან პოლიტიკაში ვარ. ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ფაქტს, რომ კახა კალაძემ ვინმე დაჩაგრა, ბიზნესი წაართვა, ბიუჯეტიდან ფული მოიპარა და ა.შ.", - განაცხადა კალა კალაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge