png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სამსახური დაისაჯა იმისათვის, რომ მისთვის არასოდეს ყოფილა საინტერესო ვის უფლებას იცავდა. ზუსტად ასეთი ტიპის სამსახურის შექმნის ამბიცია მქონდა - ლონდა თოლორაია

  • კომენტარები
  • 19.01.2022
  • 16:53
 სამსახური დაისაჯა იმისათვის, რომ მისთვის არასოდეს ყოფილა საინტერესო ვის უფლებას იცავდა.  ზუსტად ასეთი ტიპის სამსახურის შექმნის ამბიცია მქონდა -  ლონდა თოლორაია

"15 წელია საჯარო სამსახურში ვმუშაობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს მე დაინტერესებული არ ვყოფილვარ პოლიტიკით. არასოდეს ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა პოლიტიკური და არასოდეს არ მაინტერესებდა პოლიტიკა. მე ვაკეთებდი ჩემს საქმეს, ვიყავი საჯარო მოხელე. მე არ ვიცი თავში ვის რა უტრიალებდა, როცა სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ჩემს შემთხვევაში თქმა იმისა, რომ ეს მოხდა პოლიტიკური ნიშნით ალბათ ზედმეტია ამაზე ლაპარაკი. მე ამას ვუკავშირებ გადაწყვეტილებებს, პოლიტიკურად ნეიტრალურ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ეს სამსახური იღებდა", - ეს განცხადება სახელმწიფო ინსპექტორმა სატელევიზიო ეთერში გააკეთა.

ლონდა თოლორიამ კიდევ ერთხელ შეაფასა სამსახურის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება.

"კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო და რომლითაც ჩვენ ვსაქმიანობდით, პირდაპირ გვეუბნება რომ ეს უწყება უნდა ყოფილიყო პოლიტიკურად ნეიტრალური. განსაკუთრებული ხაზგასმა იყო ჩვენს კანონში ამასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე ნამდვილად მქონდა ამბიცია ამეშენებინა უწყება, რომელიც იქნებოდა პოლიტიკისგან სრულიად თავისუფალი. არასოდეს არ ჩავრეულვარ არც ჩემი თანამშრომლების პოლიტიკურ შეხედულებებში და ჩვენ არასოდეს მიგვიღია გადაწყვეტილება, ამ კონკრეტული ნიშნით. მე ვფიქრობ, რომ სამსახური დაისაჯა ამ ობიექტური გადაწყვეტილებისთვის. სამსახური დაისაჯა იმისათვის, რომ მისთვის არასოდეს არ ყოფილა საინტერესო ვის უფლებას იცავდა. განურჩევლად ყველას უფლებას იცავდა ეს სამსახური და მე ზუსტად ასეთი ტიპის სამსახურის შექმნის ამბიცია მქონდა. მე ვერ ვიტყვი, რომ ამ სამსახურმა საზოგადოების ნდობის იმ ნიშნულს მიაღწია, რა ნიშნულსაც მინდოდა რომ მიეღწია. ეს იყო რაღაც კარგი სტარტი, რომელიც ვიღაცისთვის აღმოჩნდა დისკომფორტი - საზოგადოების ნდობის ის ხარისხი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ მოკლე დროში არ იყო პატარა. ამიტომ ეს გადაწყვეტილება ნამდვილად უკავშირდებოდა ამას. მე გახსოვთ დავწერე ტროლებსა და ბოტებზე, რომლებიც შემომესივნენ. მე იმ პერიოდში არ მეცალა ამისთვის. მერე რა თქმა უნდა მივუბრუნდი და ვნახე რა იწერებოდა ამ ადამიანების მიერ. რაღაც ზუსტად ეს ნარატივი იყო, რომ ვიღაცას უნდოდა ჩემთვის მოეწებებინა პოლიტიკურად მიკერძოებულის იარლიკი, რაც რა თქმა უნდა ჩემთვის იყო ძალიან შეურაცხმყოფელი", - განაცხადა ლონდა თოლორიამ.

სატელევიზიო ეთერში სახელმწიფო ინსპექტორმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის.

"მინდა მადლობა ვუთხრა ყველა საერთაშორისო პარტნიორს, ამერიკის საელჩოს, ევროკავშირს, ევროპის საბჭოს. არ დარჩენილა დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც ეთქვა , რომ ეს პროცესი არის ჯანსაღი. მე მუდმივად ამას ვამბობდი, რომ ეს არ არის სამსხურის რეფორმირების პროცესი და ყველაფერი შეიძლება ამას დავუძახოთ გარდა რეფორმისა. ეს არის სამსახურის ჩამონგრევა და მთლიანად დაშლა იმისი, რაც ორი წელი მათ შორის, ამ სახელმწიფოს უკეთებია. პარლამენტმა შექმნა ხომ თავის დროზე ეს სამსახური. ამხელა ფინანსური რესურსია ჩადებული სახელმწიფოსი, საერთაშორისო ორგანიზაციების. საბოლოოდ გამოვიდა, რომ ლონდა თოლორაია სამი პროფესიონალ მოადგილესთან ერთად გაუშვეს სახლში. მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და უდიდესი მადლობა გადავუხადო გიორგი გამეზარდაშვილს, სოფიო ჯიაძეს და სალომე ბახსოლიანს. მათი აშენებულია ეს სამსახური'', - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge