png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ფაქტია, სააკაშვილს ქვეყნისთვის კარგი არ უნდა - გია ვოლსკი

  • კომენტარები
  • 19.01.2022
  • 14:00
ფაქტია, სააკაშვილს  ქვეყნისთვის კარგი არ უნდა - გია ვოლსკი

არ ვიცი, მისი განცხადებები რომელი კუთხიდან გავაანალიზოთ, მაგრამ ფაქტია, რომ მას ქვეყნისთვის კარგი არ უნდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი არის არეულობის და დაპირისპირების სიმბოლო.

დეპუტატის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია გაცილებით ნაკლები დანაშაულისთვის, ვიდრე ჩადენილი აქვს.

„მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ლაპარაკი ძალიან გახშირდა და ამ მდგომარეობის გამოხატულებაა მისი მოწოდებები დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესების განვითარებისკენ. მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ასეთი ხშირი ლაპარაკი შეიძლება იმ იდეასაც ემსახურებოდეს, რომ მდგომარეობა მძიმეა და არ შეიძლება, პატიმრობაში რჩებოდეს. ამ ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ აგრესიული ჯგუფი იკრიბება და ამ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანის იდეების რეალიზაციაზე საუბრობს.

როგორც ვხედავთ, პარტიაში ერთმანეთს ორი თემა დაეჯახა – აირჩიო პარლამენტი და არა ქუჩა, პარლამენტი და არა – სააკაშვილის ძალისმიერი გზით გათავისუფლება.

„ნაციონალური მოძრაობისგან“ არავითარ საპარლამენტო მუშაობას არ ველოდები, რადგან მათი მხრიდან ისევ იქნება მცდელობა იმის, იმ შეგონების რეალიზაცია მოახდინონ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ძალისმიერ მოქმედებებთან დაკავშირებით გააჩნია. ჩვენს ქვეყანას თუ რამე არ სჭირდება, ეს არის არეულობა, დაპირისპირება, ხოლო სააკაშვილი არის არეულობის და დაპირისპირების სიმბოლო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge