png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თუ ეს გაუქმება არ არის, მაშინ რატომ გახდა საჭირო სახელმწიფო ინსპექტორის გათავისუფლება? - კელი დეგნანი

  • კომენტარები
  • 18.01.2022
  • 17:48
თუ ეს გაუქმება არ არის, მაშინ რატომ გახდა საჭირო სახელმწიფო ინსპექტორის გათავისუფლება? - კელი დეგნანი

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი კიდევ ერთხელ ეხმიანება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ორი უწყების ჩამოყალიბებას.

ელჩის განცხადებით, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი უწყების გაუქმების საკითხი დგება დღის წესრიგში, აუცილებელია, რომ ეს გადაწყვეტილება განხილული იყოს დაინტერესებულ მხარეებთან. ასევე, ამ გადაწყვეტილების საჭიროება ახსნილი იქნებს მოქალაქეებისთვის.

"პრეზიდენტმა მკაფიოდ გამოხატა თავისი შეშფოთება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავიზიარეთ ეს შეშფოთება. მკაფიო განცხადება გავაკეთეთ დაჩქარებულ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა კონსულტაციების ნაკლებობას და დაინტერესებული მხარეების გათავისუფლებას. როდესაც საქმე ეხება ისეთ მნიშვნელობას უწყებას, როგორიცაა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს ფრთხილი. მაშინ როდესაც აპირებთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას, რომელსაც კანონით განსაზღვრული ექვსწლიანი ვადა აქვს, მნიშვნელოვანია დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაცია. უნდა სცადოთ და დარწმუნდეთ, რომ ის რასაც აკეთებთ, ესმის ხალხს და აუხსნით მათ, თუ რატომ არის ეს აუცილებელი. თუ ეს გაუქმება არ არის, მაშინ რატომ გახდა საჭირო სახელმწიფო ინსპექტორის გათავისუფლება?

საქართველოს სჭირდება ისეთი პროფესიონალების გამოცდილება, როგორიც სახელმწიფო ინსპექტორია. სულ მცირე, ის პასუხისმგებელი იყო ერთ-ერთ ახალ უწყებაზე. ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა ასეთი გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც ასე კარგად ემსახურებოდნენ საქართველოს მოქალაქეებს და ძალიან რთულ სამუშაოს ასრულებდნენ. ისინი გაათავისუფლეს დაინტერესებულ მხარეებთან სრული კონსულტაციის და მკაფიოდ წარმოდგენილი პროცესის გარეშე", - თქვა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა 30 დეკემბერს მიიღო კანონი, რომლითაც უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის ნაცვლად ორი ახალი სტრუქტურა - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური - იქმნება.

სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას და მისდამი დაქვემდებარებულ უწყებას მუშაობის ვადა 2022 წლის პირველ მარტს ეწურებათ.

ფოტო: RFE/RL

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge