png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სოციალური მუშაკებისთვის შეთავაზებული ანაზღაურება მათი დატვირთულობიდან გამომდინარე, ადეკვატურია - ზურაბ აზარაშვილი

  • კომენტარები
  • 17.01.2022
  • 15:03
სოციალური მუშაკებისთვის შეთავაზებული ანაზღაურება მათი დატვირთულობიდან გამომდინარე, ადეკვატურია - ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სოციალური აგენტებისთვის შეთავაზებული ანაზღაურება [რომელიც თებერვლიდან ამოქმედდება] მათი ფუნქციებისა და დატვირთულობის გათვალისწინებით, "ადეკვატურია".

ზურაბ აზარაშვილი ამ კომენტარით გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე სოციალური აგენტების პროტესტს, რომლებიც არ ეთანმხმებიან შეთავაზებული ხელფასის ოდენობას.

"სოციალურ აგენტებს რაც შეეხება, მათი ხელფასის განხილვა მიმდინარეობდა რამდენიმე თვის განმავლობაში. მათი ფუნქციებიდან, დატვირთულობიდან და იმ სამუშაო დღიდან გამომდინარე, წინა კვირაში მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება და ზოგიერთ შემთხვევაში 60%-იანი მატებაც არის ხელფასის. ამის გარდა, მათ შეუძლიათ, გამომუშავებით მიიღონ შემოსავალი და ისიც ყოველ შევსებულ დეკლარაციაზე 6-დან 10 ლარამდე გავზარდეთ. ჯამურად, შეუძლიათ ფიქსირებულზე 2-ჯერ მეტი ხელფასი აიღონ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ დღევანდელი რეალობისთვის, მათი დატვირთულობიდან გამომდინარე, ეს ხელფასი არის ადეკვატური", - თქვა ზურაბ აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური აგენტები დღეს გაიფიცნენ. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

გუშინ სოციალური მომსახურების სააგენტომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სოციალური აგენტების და სხვა თანამშრომელების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება.

უწყების ინფორმაციით, სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე იზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფრო სოციალური აგენტების ანაზღაურება 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი გახდება. ასევე, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტების 6-ის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge