png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პირველადი ინფორმაციით, სანატორიუმ "ქართლში" მომხდარია უბედური შემთხვევა, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს - ჯანდაცვის მინისტრი

  • კომენტარები
  • 17.01.2022
  • 13:43
პირველადი ინფორმაციით, სანატორიუმ "ქართლში" მომხდარია  უბედური შემთხვევა, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს - ჯანდაცვის მინისტრი

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა.

„პირველ რიგში, მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს შეიძლება, რამე კავშირში იყოს წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებთან. ეს არის უბედური შემთხვევა, რაც სამწუხაროდ, მოხდა და ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა და ჩემი თხოვნა იქნება, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ და ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან.

რაც შეეხება დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამასთან დაკავშირებით, მინისტრობის პირველივე დღიდანვე სამინისტროში კონსულტაციები იმართება. გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა, როგორ უნდა უზრუნველვყოთ ბინით 13 ათასი დევნილი ოჯახი, დასახული გვაქვს პრიორიტეტები და ზუსტად ვიცით, რა გეგმებს უნდა მივყვეთ. იმ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ დევნილებს პერიოდულად ეცნობებათ ამ პროცესის მიმდინარეობის სტატუსი, რასაც ჩვენ გამჭვირვალედ მივყვებით. იმ დათქმულ ვადებში ჩვენ ამ პირობებს შევასრულებთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge