png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სპეკულაციებს ყველანაირი საფუძველი გამოეცალა და პოლიტიკურ დევნასა და მოტივაციაზე საუბრის მიზეზი არ არსებობს - მიხეილ სარჯველაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე

  • კომენტარები
  • 12.01.2022
  • 13:43
სპეკულაციებს ყველანაირი საფუძველი გამოეცალა და პოლიტიკურ დევნასა და მოტივაციაზე საუბრის მიზეზი არ არსებობს - მიხეილ სარჯველაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სპეკულაციებს ყველანაირი საფუძველი გამოეცალა და ოპონენტების მხრიდან პოლიტიკურ დევნასა და პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბრის არანაირი მიზეზი არ არსებობს.

როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოს მიერ ფაქტის დადასტურების პრობლემა არ ყოფილა და ჩაითვალა, რომ ფაქტი არის დანაშაულებრივი.

„რა ჰქვია ამ დანაშაულს, ეს არის თაღლითობა, ფულის გათეთრება, თუ სხვა რამ, ამაზე განსხვავებული შეხედულებები აღმოჩნდა და სასამართლომ თქვა, რომ ამას ჰქვია არა ეს კატეგორიის დანაშაული, არამედ სხვა კატეგორიის სახელწოდება, ოღონდ, ორივე შემთხვევაში, დანაშაული არისო. კერძოდ, რაზე არის საუბარი? ბანკში არსებული თანხები არასწორად ერთ სუბიექტზე გაიცა და იმ სუბიექტმა სესხი გამოიყენა არა იმ დანიშნულებით, რაზეც გაცემული იყო, არამედ ბანკთან დაკავშირებულ პირებს თანხა პირად ანგარიშებზე დაუბრუნა. ეს ფაქტები სასამართლოს მხრიდან სადავო არ გამხდარა“, – განაცხადა სარჯველაძემ, რომელიც ინტერესდება, დაცვის მხარე საქმის გასაჩივრებას რატომ აპირებს.

სარჯველაძის თქმით, დღეს უდავოდ დადასტურდა, რომ კონკრეტული პირების მიერ ჩადენილი იყო მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

„როგორ მიაჩნიათ, მართლზომიერი იყო, რაც გააკეთეს? არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დაზარალებული არ არსებობს. მთავარი საკითხი, რაც შეფასებას იმსახურებს, არის ერთი რამ – ქმედება, რომელიც ჩადენილია კონკრეტული პირების მიერ, არის თუ არა მართლსაწინააღმდეგო? დღეს უდავოდ დადასტურდა, რომ დიახ, ეს იყო მართლსაწინააღმდეგო აქტი. განსხვავებული პოზიციებია სამართლებრივი შეფასების საკითხში – რა ჰქვია ამ დანაშაულს. ყველანაირ საფუძველს მოკლებულია პოლიტიკურ დევნაზე ან თუნდაც უცნაურ ჩიხებზე საუბარი“, – დასძინა სარჯველაძემ.

საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდებები ფულის გათეთრების მუხლიდან თაღლითობის მუხლით გადააკვალიფიცირა, ისინი ამ მუხლით დამნაშავედ ცნო, საქმის ხანდაზმულობის გამო კი, საპატიმრო სასჯელი არ შეუფარდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge