png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არანაირ ფულის გათეთრებას ადგილი არ აქვს - ზვიად კორძაძე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე

  • კომენტარები
  • 12.01.2022
  • 12:45
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არანაირ ფულის გათეთრებას ადგილი არ აქვს - ზვიად კორძაძე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რასაც სამი წლის განმავლობაში ვამბობდით, რომ არანაირ ფულის გათეთრებას ადგილი არ აქვს და ეს მოსამართლემ დღეს დაადასტურა, - ამის შესახებ ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაცხადა.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რასაც სამი წლის განმავლობაში ვამბობდით, რომ არანაირ ფულის გათეთრებას ადგილი არ აქვს და ეს მოსამართლემ დღეს დაადასტურა. დღევანდელი განაჩენი იყო სახის შენარჩუნება ბრალდების მხარისთვის. უცნაურია, რომ სამართლებრივად საქმეში დაზარალებული არ არის. თაღლითობის მუხლს დაზარალებული სჭირდება. ვინც მოიაზრება დაზარალებულად, ის აცხადებს, რომ დაზარალებული არ არის. ამიტომ ეს განაჩენი ამ ფორმითაც კი თავს ვერ დაიკავებს ზემდგომ ინსტანციებში და საბოლოო ჯამში გამართლებით დამთავრდება. პირველი ეტაპი მოგებულია და რაც მთავარია, ამ საქმეში დადგენილია, რომ არავითარ ფულის გათეთრებას ადგილი არ აქვს.

ზუსტად ამ ბრალდებით ტარდებოდა ის პრესკონფერენციები, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან ერთად, პროკურატურა ყოველ ორ კვირაში გამოდიოდა და ფულის გათეთრებას იძახდა. როგორც სამი წლის წინ ვეუბნებოდით პროკურატურას, ფულის გათეთრება ვერ დადგინდებოდა, ასევე გპირდებით, რომ აქ არც თაღლითობა დაიკავებს თავს. უბრალოდ თაღლთობას ადგილი არ აქვს“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.

საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდებები ფულის გათეთრების მუხლიდან თაღლითობის მუხლით გადააკვალიფიცირა, ისინი ამ მუხლით დამნაშავედ ცნო და შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა..

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge