png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ავღანეთიდან ევაკუაციის დროს, ქაბულის აეროპორტში დაკარგული 2 თვის ბიჭი ოჯახმა იპოვა

  • მსოფლიო
  • 09.01.2022
  • 21:25
ავღანეთიდან ევაკუაციის დროს, ქაბულის აეროპორტში დაკარგული 2 თვის ბიჭი ოჯახმა იპოვა

ავღანეთიდან ევაკუაციის დროს დაკარგული ორი თვის სოჰაილ აჰმადი თავის ოჯახს დაუბრუნდა. იუწყება Reuters.

ბავშვი გასული წლის აგვისტოში ევაკუაციის დროს დაიკარგა. როდესაც მოძრაობა „თალიბანმა“ ხელში ძალაუფლება ჩაიგდო, ათასობით ადამიანი ავღანეთის დატოვებას ჩქარობდა.

აეროპორტის შესასვლელში ქაოსი იყო, ამიტომ სოჰაილის მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ბავშვი ამერიკელი სამხედროებისთვის ღობიდან გადაეცათ, რადგან ვიდრე ისინი აეროპორტის შენობაში შესვლას შეეცდებოდნენ, მოსალოდნელი ჭყელტის შედეგად ბავშვი არ დაშავებულიყო.

თუმცა, როდესაც სოჰაილის მშობლები აეროპორტის ტეროტორიაზე შევიდნენ, თავიანთი 2 თვის ბიჭის ნახვა ვეღარ შეძლეს. ბავშვის უშედეგო ძებნის შემდეგ ბიჭის მამა მირზა ალი აჰმადი, რომელიც ქაბულში აშშ-ის საელჩოს დაცვის თანამშრომელი იყო და მისი ცოლი, სურაია ოთხ უფროს შვილთან ერთად ავღანეთიდან საევაკუაციო თვითმფრინავით გაფრინდნენ.

მომდევნო თვეების განმავლობაში მირზა ალი აჰმადი და სურაია შვილის ადგილსამყოფელის გარკვევას ცდილობდნენ.

ბიჭი გასული წლის ნოემბერში Reuters-ის მიერ სოჰაილის ისტორიის შესახებ გამოქვეყნებული პუბლიკაციის შემდეგ იპოვეს. გაირკვა, რომ ბიჭი ქაბულელი ტაქსის მძღოლის 29 წლის ჰამიდ საფის ოჯახში ცხოვრობდა.

ჰამიდ საფიმ ბავშვი აეროპორტში იპოვა. მისი თქმით, ის მიწაზე იწვა და ტიროდა, მის გვერდით კი არავინ იყო. ბიჭის მშობლების უშედეგო ძებნის შემდეგ ჰამიდ საფიმ ბავშვის შვილად აყვანა გადაწყვიტა და სახლში წაიყვანა. ბიჭს მუჰამედი დაარქვეს. ჰამიდ საფის თავისი ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული აქვს შვილების ფოტოები სოჰაილთან ერთად.

როდესაც ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოჰაილი საფის ოჯახში ცხოვრობდა დადასტურდა, ბიჭის პაპამ მუჰამედ ქასემ რაზავიმ, რომელიც ბადახშანის პროვინციაში ცხოვრობს, ქაბულში შვილიშვილის წამოსაყვანად წავიდა.

თუმცა ჰამიდ საფიმ ბავშვის მიცემაზე უარი უთხრა და მოითხოვა, რომ სოჰაილის დაბრუნების სანაცვლოდ მისი ოჯახიც აშშ-ში გაეგზავნათ. იუწყება Reuters.

სოჰაილისა და ჰამიდ საფის ოჯახებს შორის მოლაპარაკებები შვიდ კვირას გაგრძელდა. პროცესში ჩართული იყო „თალიბანის“ პოლიცია, ჰამიდ საფი მცირე ხნით დააკავეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს. ორმა ოჯახმა შეთანხმება შეძლო და ბავშვი, შაბათს, პაპას დაუბრუნეს.

სოჰაილის მშობლებმა Reuters-ს უთხრეს, რომ სოჰაილის დაბრუნება ზეიმით აღნიშნეს. ისინი იმედოვნებენ,რ ომ ფორმალური პროცედურები მალე დამთავრდება და სოჰაილს მიჩიგანში წაიყვანენ, იქ, სადაც ოჯახი დასახლდა.

ფოტოზე: ჰამიდ საფი, სოჰაილი და მისი პაპა

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge