png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ყასიმ ჟომართ-თოყაევის განცხადებით, ყაზახეთში კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილია, თუმცა გრძელდება ბრძოლა "ტერორისტების სრულ განადგურებამდე"

  • მსოფლიო
  • 07.01.2022
  • 14:09
 ყასიმ ჟომართ-თოყაევის განცხადებით, ყაზახეთში კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილია, თუმცა გრძელდება ბრძოლა "ტერორისტების სრულ განადგურებამდე"

ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ ჟომართ-თოყაევის განცხაედებით, საპროტესტო მღელვარების მეექვსე დღეს, ქვეყნის ყველა რეგიონში კონსტიტუციური წესრიგი ძირითადად აღდგენილია.

თოყაევის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება აკონტროლებს ვითარებას.

პრეზიდეტნმა საპროტესტო აქციების მონაწილეეობს კიდევ ერთხელ უწოდა ტერორისტები.

"ტერორისტები აგრძელებენ იარაღის გამოყენებას და მოქალაქეთა საკუთრების დაზიანებას. ამიტომ კონტრტერორისტული მოქმედებები უნდა გაგრძელდეს ტერორისტთა სრულ განადგურებამდე", - თქვა თოყაევმა.

ყაზახეთს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არეულობის პროვოცირების შემთხვევაში, უსაფრთხოების ძალებს ცეცხლის გაუფრთხილებლად გახნის მითითება მისცა და დასძინა, "ისინი, ვინც ნებაყოფლობით არ ჩაბარდებიან, განადგურდებიან".

ყასიმ ჟომართ-თოყაევმა მადლობა გადაუხადა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რადგან მისი თხოვნით, სამშვიდობები ქვეყანაში ჩავიდნენ და ვითარების დასტაბილურებაში ეხმარებიან.

თოყაევმა აღნიშნა, რომ სამშვიდობოები ყაზახეთში დროებით დარჩებიან და განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიმართ.

"განსაკუთრებულ მადლიერებას ვუძღვნი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ის ძალიან სწრაფად და რაც მთავარია, მეგობრულად გამოეხმაურა ჩემს თხოვნას“, - განაცხადა თოყაევმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის, ჩინეთის, უზბეკეთის, სომხეთის, ბელარუსის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და თურქეთის ლიდერებს.

შეგახსენებთ, ყაზახეთი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. მასობრივი საპროტესტო აქციები გაზის გაზრდილი ფასის გამო 2 იანვარს, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რეგიონში დაიწყო. მოგვიანებით, საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ დემონსტრაციებში გადაიზარდა, სადაც გაჩნდა ეკონომიკური და პოლიტიკური მოთხოვნები.

4 და 5 იანვარს ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა ქალაქ ალმათში, სადაც დემონსტრანტებისა და უსაფრთხოების ძალების შეტაკებები გაიმართა. იუწყებიან, რომ შეტაკებებს ათეულობით დემონსტრანტი ემსხვერპლა, დაღუპულია 10-ზე მეტი პოლიციელი.

პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ-თოყაევმა აქციის მონაწილეებს ტერორისტები უწოდა და მათი თავდასხმა ყაზახეთზე განხორციელებული აგრესიის აქტად შეაფასა. ამასთან, თოყაევმა კოლექტიური უსაფრთოების ხელშეკრულების ორგანიზაციას დახმარების თხოვნით მიმართა. თოყაევმა ორგანიზაციას სამშვიდობო კონტიგენტის დროებით განთავსება სთხოვა, რაზედაც თანხმობა მიიღო. რუსეთმა მყისიერად უპასუხა ყაზახეთის პრეზიდენტის თხოვნას და სამშვიდობო ოპერაციის ეგიდით, ყაზახეთში სამხედროები გადაისროლა.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge