png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აშშ-ში დააკავეს მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლე თვითნებურად აცრა

  • მსოფლიო
  • 05.01.2022
  • 19:12
აშშ-ში დააკავეს მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლე თვითნებურად აცრა

ნიუ იორკში პოლიციამ დააკავა სკოლის მასწავლებელი, რომელმაც ერთ-ერთ თავის მოსწავლეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა თვითნებურად გაუკეთა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ლორა რუსომ მოსწავლე თავის სახლში აცრა, ისე, რომ არც შესაბამის კვალიფიკაციას ფლობდა და არც ბიჭის მშობლების თანხმობა ჰქონდა. 17 წლის მოსწავლეს აცრა თავად სურდა.

რუსო ბიოლოგიის მასწავლებელია, ის 54 წლისაა, რუსო ახალი წლის დადგომამდე დააკავეს. მას ახლა ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოიპოვა რუსომ ვაქცინა, ან ნამდვილად ვაქცინა იყო თუ არა. დღეისათვის აშშ-ში 18 წლამდე პირებისთვის დასაშვებია მხოლოდ Pfizer-ის პრეპარატით ვაქცინაცია.

პოლიციის მიერ მოპოვებულ ვიდეოჩანაწერში ისმის რუსოს ხმა. ის მოზარდს მიმართავს: „იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება“, ბიჭი პასუხობს: „აი შინაური ვაქცინა“.

მომხდარის შემდეგ სკოლამ განაცხადა, რომ მასწავლებელი პედაგოგიურ საქმიანობას ჩამოაშორეს და ვიდრე გამოძიება დასრულდება სხვა მოვალეობის შესრულება დაავალეს.

რუსო ბრალდებულია არაპროფესიონალური მომსახურეობის უკანონოდ გაწევისთვის. სასამართლო სხდომა 21 იანვარს გაიმართება.

ფოტო: CBS

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge