png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თუ დაიწყებს შიმშილობას, არა უშავს, ექიმები არიან, მიხედავენ, როგორც წინა შემთხვევაში - ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილზე

  • კომენტარები
  • 30.12.2021
  • 11:53
თუ დაიწყებს შიმშილობას, არა უშავს, ექიმები არიან, მიხედავენ, როგორც წინა შემთხვევაში - ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილზე

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ზარქუას აზრით, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან ციხეში დაბრუნებით "არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა".

როგორც ზარქუამ აღნიშნა, "მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელია და ექვემდებარება რუსთავის ციხეში დაბრუნებას".

"სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა დაადგინა, რომ პატიმარი სააკაშვილია არის ჯანმრთელი, შესაბამისად ის ექვემდებარებოდა უკან რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას.

აქ არ მომხდარა რამე განსაკუთრებული და ასე რომ ის, ვისაც დრამატიზირება შემოაქვს და უტრირებს, მათ სინდისზე იყოს. ამით ცდილობენ, რომ ეს ადამიანი კიდევ უფრო რაღაც თავიანთ პოლიტიკურ ბატალიებში ჩაითრიონ. ჩვეულებრივად უნდა უთხრან, აუხსნან, რომ ის არის პატიმარი, მას მისჯილი აქვს კონკრეტულ თემებზე მსჯავრი და შესაბამისად, უნდა იყოს ჩასახლებული თუ ასე ვთქვათ გადაყვანილი შესაბამის უწყებაში.

სააკაშვილი დაიწყებს თუ არა შიმშილობას, დიწყებს, არა უშავს, ექიმები არიან, მიხედავენ, როგორც წინა შემთხვევაში და რა ვიცი, მე მგონი, გამოაჯანმრთელებენ", - თქვა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გვიან ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. უფლებადამცველები რუსთავის ციხეში ცოტა ხნის წინ შევიდნენ. შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ვითარებაში მოხდა მესამე პრეზიდენტის გორის ჰოსპიტლიდან ციხეში გადაყვანა და ასევე, როგორია ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge