png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სუს-ი ახორციელებს ფარულ მიყურადებას კანონიერ საფუძველზე - გრიგოლ ლილუაშვილი

  • კომენტარები
  • 30.12.2021
  • 00:13
სუს-ი ახორციელებს ფარულ მიყურადებას კანონიერ საფუძველზე - გრიგოლ ლილუაშვილი

გინახავთ სადმე სამსახური, ან სამართალდამცავი უწყება, რომლის ხელშიც არის გამოძიება, ოპერატიული სამსახური და არ აწარმოებდეს ფარულ მიყურადებას?! ეს უნდა ხდებოდეს, რა თქმა უნდა, კანონიერ საფუძველზე და იმ წესების დაცვით, რასაც კანონმდებლობა აწესებს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა „რუსთავი-2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

„თქვენ აღნიშნეთ ფაილები, რომლებიც ფაილები არ იყო, ჩვენი ინფორმაციით, ეს არის ვორდის დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს გარკვეულ შინაარსს. რაც შეეხება დადასტურებას, რა თქმა უნდა, გამოძიების მსვლელობისას ხდება ამ ტექსტების ავთენტურობის შესწავლა, რაღაც პროცენტი ადასტურებს არსებულ დიალოგის, ან იქ განთავსებული ინფორმაციის ნამდვილობას, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, დიდი ნაწილი ამას არ ადასტურებს. არ მინდა წინ გავუსწრო გამოძიებას და ჩემი ვერსიები შევთავაზო, თუმცა ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანი ყველამ ვიხილეთ ცოტა ხანში. აჟიტირებული მედიასაშუალებები, გადაინაწილეს მათ იქ არსებული შინაარსობრივი მიმართულებები და პირდაპირი შტურმი მოაწყვეს ჩვენი სამსახურის მიმართულებით. მიზანი იყო დაპირისპირების ჩამოგდება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, სამსახურსა და დიპლომატებს შორის, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ, მიზანს ვერ მიაღწიეს. ჩვენ ხშირად ვხდებით დიპლომატებს, მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლობას, ვიხილავთ რეგიონში მიმდინარე საკითხებს. ვფიქრობ, რომ გასარკვევი ერთმანეთთან არაფერი გვაქვს, ჩვენ სრულ თანხვედრაში ვართ ჩვენ მოსაზრებებში, უფრო მეტიც, ყველა პარტნიორი ქვეყანა და მათი დიპლომატიური წარმომადგენლობა მიგვიჩნევს, როგორც საიმედო და მყარ პარტნიორს უსაფრთხოების საკითხებში. საბოლოო პასუხებს მათ გასცემთ გამოძიება“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge