png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

"დეზერტირების ბაზარში" გარდაცვლილი პიროვნება არ იყო უსახლკარო, მას სახელმწიფოსგან მიღებული ჰქონდა ბინა - კახა კალაძე

  • კომენტარები
  • 29.12.2021
  • 12:36
"დეზერტირების ბაზარში" გარდაცვლილი პიროვნება არ იყო უსახლკარო, მას სახელმწიფოსგან მიღებული ჰქონდა ბინა - კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე რამდენიმე დღის წინ, ე.წ. დეზერტირების ბაზარში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გარდაცვლილი პიროვნება უსახლკარო არ ყოფილა.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მედიასაშუალებების ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, გარდაცვლილ პიროვნებას არ ჰქონდა სახლი და ღამეს ღია ცის ქვეშ ათევდა.

„ძალიან სამწუხარო ფაქტის მოწმენი გავხდით რამდენიმე დღის წინ. „დეზერტირების ბაზარში“ გარდაცვლილი იპოვეს ადამიანი. ეს ტრაგიკული ამბავი ჩვენი მედიასაშუალებების ნაწილმა ისევ სიცრუის, დეზინფორმაციის გავრცელების საბაბად გამოიყენა და საზოგადოებას ამცნო, რომ გარდაცვალების მიზეზი გახდა სხეულის გაყინვა, რადგან ეს პიროვნება იყო უსახლკარო და ღამეს ათევდა ღია ცის ქვეშ. სინამდვილეში გარდაცვლილი პიროვნება არ იყო უსახლკარო, მას სახელმწიფოსგან მიღებული ჰქონდა ბინა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მიმართა, რომ ნებისმიერი ინფორმაცია გავრცელებამდე, შესაბამის უწყებაში გადაამოწმონ.

„რასაკვირველია, ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც პატივს სცემს საკუთარ პროფესიას და მაყურებელს, დაელოდებოდა ექსპერტიზის დასკვნას, გადაამოწმებდა შესაბამის უწყებაში, ნამდვილად უსახლკაროდ ითვლებოდა თუ არა გარდაცვლილი და ამის შემდეგ გაავრცელებდა ინფორმაციას. აი, ასე ყოველდღიურად გამოგონილ და ცილისმწამებლურ ისტორიებს ვისმენთ, რომლის მიზანიც სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციაა და ამ მიზნით, ნებისმიერ საშუალებას იყენებენ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge