png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გორის ჰოსპიტალი არის ნამდვილად არაჩვეულებრივი, პატრიოტი ადამიანებისაგან დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება - ბრეგაძე

  • კომენტარები
  • 28.12.2021
  • 18:17
 გორის ჰოსპიტალი არის ნამდვილად არაჩვეულებრივი, პატრიოტი ადამიანებისაგან დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება - ბრეგაძე

"დარწმუნებული ვარ, რომ იქ ყველა პროცედურა არის დაცული. მე თავად გახლდით გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მათ შორის, მკურნალობის მიზნითაც ვიმყოფებოდი გორის ჰოსპიტალში გარკვეული პერიოდით და, აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი თითოეულ ექიმს და, ზოგადად, სამედიცინო პერსონალს, ვინც მუშაობს ამ დაწესებულებაში. ეს არის ნამდვილად არაჩვეულებრივი, პატრიოტი ადამიანებისაგან დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება და, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი მოქმედებენ ყოველთვის პაციენტის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ყოველგვარი სპეკულაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა სამედიცინო პერსონალმა შეიძლება იქ მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება, არის, უბრალოდ, სირცხვილი.

„ყოველთვის უნდა ახსოვდეს მათ, ვინც მსგავსი ტყუილების გავრცელებას ცდილობს, თუ რას ემსახურებოდა ეს ხალხი 2008 წლის ომიდან დაწყებული დღემდე. ისინი ემსახურებიან ჩვენს ჯარს, რომელიც ძალიან გვეამაყება, და ამიტომ ძალიან გთხოვთ, ყველამ შეიკავოს თავი ყოველგვარი სპეკულაციისაგან. და მე რომ ვიყო მათი ადვოკატების ადგილზე, ძალიან დიდ მადლობას გადავუხდიდი იმ მკურნალობისა და ღვაწლისთვის, რაც გამოიჩინეს კონკრეტულად ამ პატიმრის მიმართ. ეტყობა, ეს არის მადლიერების ახალი ფორმა, რომელსაც მიმართავენ, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge