png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ნიკა გვარამიამ შემიყვანა შეცდომაში. მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით, რამაც მომაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა - ნინო გოგორიშვილი

  • კომენტარები
  • 28.12.2021
  • 16:18
ნიკა გვარამიამ შემიყვანა შეცდომაში. მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით, რამაც მომაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა  - ნინო გოგორიშვილი

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნიკა გვარამიას ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს. ნინო გოგორიშვილის თქმით, ნიკა გვარამიამ მას ხელი მოაწერინა ტექსტზე, რომელიც შემდეგ თავად განავრცო.  

ექიმის თქმით, მას არ უთქვამს რომ ექსპრეზიდენტი მკურნალობის გაგრძელებასა და რეაბილიტაციას საზღვარგარეთ საჭიროებს, ნიკა გვარამიამ კი, როგორც ნინო გოგორიშვილი განმარტავს, ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, რის შედეგადაც მან ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო.

"28 დეკემბერს პაციენტ მიხეილ სააკაშვილთან მყოფი ნიკა გვარამია გამესაუბრა, თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითაც მან შემიყვანა შეცდომაში. რიგი კითხვების დასმის შემდეგ ჩემს მიერ იყო გაცემული მოკლე პასუხები. ხელმოწერის შემდეგ მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით. რაც შევიტყვე პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებით. აღნიშნული ფაქტი იყო ჩემთვის შოკის მომგვრელი, რამაც მომაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა.

მიმაჩნია, რომ ყოველივე ზემო აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებასთან, სადაც მან მიწოდა მკვლელი. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სამხედრო ჰოსპიტალის და ჩემი, როგორც ექიმის დისკრედიტაციას”,- აცხადებს ნინო გოგორიშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge