png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

არავითარი პრობლემა ლონდა თოლორაიას მიმართ არ გვაქვს, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე - ირაკლი კობახიძე

  • კომენტარები
  • 27.12.2021
  • 13:25
არავითარი პრობლემა ლონდა თოლორაიას მიმართ არ გვაქვს, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე - ირაკლი კობახიძე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციური რეფორმირების დროა.

მისი განცხადებით, არავითარი ფუნქციები არ აკლდება ამ სამსახურს მთლიანობაში, პირიქით, ემატება კონკრეტული ფუნქციები გამოძიების ნაწილში.

მისივე განცხადებით, კანონპროექტის ინიცირებისთანავე ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიასაც მიაწოდეს.

"ძალიან მარტივად რომ განვმარტოთ, რაზეა საუბარი – არის ორი აბსოლუტურად განსხვავებული ფუნქცია ერთმანეთთან ხელოვნურად გაერთიანებული. ეს არის გამოძიება და პერსონალური მონაცემები. დაახლოებით იგივეა, ერთად რომ ჩამოყალიბდეს შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტრო, ხომ არის აბსურდი. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური ინტერესი იყო ამაში, მაშინ იყო განსხვავებული მოსაზრებები გუნდის შიგნით, ამას არ გავშლი. არ ვასახელებ არავითარ გვარს. თავის დროზე, გუნდში უმრავლესობა იყო მომხრე, რომ სწორად ჩამოყალიბებულიყო ინსტიტუციურად. ჩვენ არავითარი პრობლემა კონკრეტულად ლონდა თოლორაიას მიმართ არ გვაქვს, აქ საუბარია ინსტიტუციურ და სამართლებრივ რეფორმაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს. არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს ამ ფაქტის მიმართ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, მმართველმა პარტიამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი დამოუკიდებელი უწყების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას განცხადებით, კანონპროექტის ინიცირების თაობაზე მედიის საშუალებით შეიტყო. მისი თქმით, დამოუკიდებელი სამსახურის ლიკვიდაცია ძალიან საშიში პრეცენდეტია. ლონდა თოლორაიამ მოუწოდა პარლამენტს, შეწყვიტოს სამსახურის ლიკვიდაციისთვის წამოწყებული პროცესი.

კანონპროეტს გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორი, რომელმაც სამსახურის გაუქმება შეაფასა, როგორც "ხელისუფლების მხრიდან, კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოზე თავდასხმა".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge