png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალეს

  • მსოფლიო
  • 24.12.2021
  • 14:07
სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალეს

სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ, საახალწლო ამნისტიის ფარგლებში, შეიწყალა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი პაკ კინ ჰე, რომელიც კორუფციის ბრალდებით 20-წლიან სასჯელს იხდიდა. იტყობინება ადგილობრივი მედია.

როგორც იუწყებიან შეწყალების გადაწყვეტილება, 69 წლის პაკ კინ ჰეს ჯანმრთელობის გაუარების გამო მიიღეს. მიმდინარე წელს მას ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც სამჯერ დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

პაკ კინ ჰე სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის პაკ ჩონ ჰის შვილია. ყოფილი პრეზიდენტი 1979 წელს მოკლეს. ის იყო ავტორი ცნობილი "კორეული ეკონომიკური სასწაულისა", რომელმაც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ღარიბი სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთ განვითარებულ ქვეყნად აქცია.

1998 წელს პაკ კინ ჰე პარლამენტის წევრად აირჩიეს, 2012 წელს იგი გახდა პირველი ქალი პრეზიდენტი სამხრეთ კორეის ისტორიაში.

2016 წელს პაკ კინ ჰეს ბრალი წაუყენეს სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებასა და კორუფციაში. მასიური ქუჩის პროტესტის შემდეგ, პრეზიდენტს პარლამენტმა იმპიჩმენტი გამოუცხადა, რის შემდეგაც, ის 2017 წელს დააკავეს.

2018 წლის აპრილში სასამართლომ პარკ კინ ჰეს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების, გამოძალვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ქრთამის აღებისთვის. მიმდინარე წლის იანვარში ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ სასჯელი 20 წლამდე შეამცირა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge