png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს შობის დადგომამდე გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საზღვრიდან და შეამციროს დაძაბულობა რეგიონში

  • მსოფლიო
  • 23.12.2021
  • 13:07
სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს შობის დადგომამდე გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საზღვრიდან და შეამციროს დაძაბულობა რეგიონში

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთს მოუწოდებს შობის დადგომამდე გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საზღვრიდან და შეამციროს დაძაბულობა რეგიონში. „მოსკოვს შეუძლია ყველა დაინტერესებული მხარისთვის უზრუნველყოს მშვიდობიანი დღესასწაულის პერიოდი“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სააგენტო dpa-თან ინტერვიუში.

სტოლტენბერგის თქმით, საუბარია ათი ათასობით სამხედრო მოსამსახურეზე, რომლებიც უკრაინა-რუსეთის საზღვართან არიან მობილიზებულნი. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთმა უკვე მიმართა აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ 2014 წლის გაზაფხულზე ყირიმის ანექსიისას. სტოლტენბერგის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია რუსული ძალების ზრდის მასშტაბები და მისი შეჩერების ან შენელბის ნიშნების არარსებობა. გენერალურმა მდივანმა  მოსკოვთან საუბრისთვის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ძირითად კომპრომისზე  წასვლას არ აპირებენ.

„ჩვენ არ შეგვიძლია ეჭვქვეშ დავაყენოთ ნატო-ს უფლება, დაიცვას თავი და ყველა მოკავშირე. აგრეთვე ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ ყველა ერის უფლებას, თავად აირჩიოს თავისი გზა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 მისი თქმით, რუსეთის პოზიცია, რომ მას შეუძლია გადაწყვიტოს რას მოიმოქმედებენ მისი მეზობლები, ნიშნავს „გავლენის სფეროების“ ხელმეორედ შემოღებას... „ეს აბსოლუტურად ეწინააღმეგება იმას, რაც უზრუნველყოფდა მშვიდობას და სტაბილურობას ევროპაში ცივი ომის დასრულების შემდეგ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

2021 წლის გაზაფხულზე რუსეთმა ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი სამხედრო გადაისროლა. დასავლეთი შიშობს, რომ მოსკოვი უკრაინაზე თადასხმას გეგმავს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge