png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი კანცლერი ვილი ბრანდტი ამერიკული დაზვერვის სასარგებლოდ მუშაობდა

  • მსოფლიო
  • 18.12.2021
  • 00:10
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი კანცლერი ვილი ბრანდტი ამერიკული დაზვერვის სასარგებლოდ მუშაობდა

გერმანიის ყოფილი ბუნდესკანცლერი ვილი ბრანდტი ხელისუფლებაში მოსვლამდე ამერიკის სამხედრო დაზვერვაში (CIC) ინფორმატორად მუშაობდა და შესაბამის ანაზღაურებას იღებდა. ამის შესახებ ჟურნალი Der Spiegel ამერიკელი ისტორიკოსის ტომას ბოგჰარდტის მასალებზე დაყრდნობით იუწყება. პუბლიკაციიდან ირკვევა, რომ ბრანდტი 1948-1952 წლებში ამერიკელებს ჯილდოს სანაცვლოდ აწვდიდა ინფორმაციას გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებული სიტუაციის შესახებ.

მათ შორის, მომავალი კანცლერი CIC-ის ინფორმაციას აწვდიდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მმართველი ერთიანი სოციალისტური პარტიისა და ახალგაზრდული ორგანიზაციის (FDJ) საქმიანობის შესახებ. ასევე საქსონიის ქალაქ ბაუტცენში  პოლიტიკური პატიმრების, ფაბრიკების, რკინიგზისა და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში განლაგებული საბჭოთა ჯარების სატელეფონო აღჭურვილობის შესახებ.

ის იღებდა ამერიკელებისთვის საინტერესო ინფორმაციას, სავარაუდოდ, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის აღმოსავლეთ ბიუროდან, რომელსაც კავშირი ჰქინდა სოციალ-დემოკრატებთან საბჭოთა საოკუპაციო ზონაში  და მოგვიანებით გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

როგორც Der Spiegel იუწყება, ისტორიკოს ბოგჰარდტს შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა CIC-ის საიდუმლო მასალებს, სადაც ბრანდტი აღნიშნული იყო სარეგისტრაციო ნომრით  - О-35-VIII. მომავალი კანცელრი ორასჯერ შეხვდა CIC-ის საკონტაქტო პირებს, რომლებიც მას აფასებდნენ, როგორც „ინფორმაციის საიმედო წყაროს“.

ამერიკის სამხედრო დაზვერვაში ბრანდტის რეპორტები გაქრა, მაგრამ ბოგჰარდტიმ იპოვა ე.წ. საკონტროლო ჩანაწრები, სადაც ნათქვამია, საიდან მომდინარეობდა ბრანდტის შეხვედრები საკონტაქტო პირებთან და რა თემაზე იყო საუბარი ამ შეხვედრებზე. ინფორმაციისთვის ბრანდტს თავიდან აძლევდნენ სიგარეტს, შაქარს და ყავას, რომლებიც შავ ბაზარზე ფულად ფასობდა. 1950 წლიდან ის CIC-გან იღებდა ყოველთვიურ ხელფასს 250 გერმანული მარკის ოდენობთ.

ვილი ბრანდტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის პოსტს 1969-1974 წლებში იკავებდა. საბჭოთა კავშირთან წარმოებული გადატვირთვის პოლიტიკისთვის  ბრანდტი 1974 წელს ნობელის მშვიდობის პრემიით დაჯილდოვდა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge