png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რუსეთი მოითხოვს ნატო-მ აიღოს ვალდებულება, რომ უკრაინა არ გახდება ალიანსის წევრი

  • მსოფლიო
  • 17.12.2021
  • 18:58
რუსეთი მოითხოვს ნატო-მ აიღოს ვალდებულება, რომ უკრაინა არ გახდება ალიანსის წევრი

რუსეთმა გამოქვეყნა მის მიერ შედგენილი შეთანხმების პროექტები, სადაც ნატო-სა და აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიებია მოთხოვნილი. წინადადებების პაკეტი, რომელიც ვაშინგტონსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში როლს უზღუდავს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პირველი დოკუმენტი გამორიცხავს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას და მის შემადგენლობაში უკრაინის მიღებას. ამის გარდა, მოსკოვი ალიანსს სთავაზობს არ განათავსოს დამატებითი ჯარები და შეიარაღება იმ ქვეყნების მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისში, ნატო-ში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაერთიანებამდე იმყოფებოდნენ.

 „სახელმწიფოებმა, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არიან, უარი უნდა თქვან უკრაინის, ტერიტორიაზე, ასევე აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმიწფოებში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ნებისმიერი სამხედრო მოქმედებების ჩატარებაზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში. ამასთან,  მოსკოვი ალიანსისგან მოითხოვს არ განათავსოს საშუალო და მცირე მანძილის რაკეტები პოზიციებზე, საიდანაც ისინი სხვა ქვეყნის დარტყმას შეძლებენ, არ ჩაატაროს წვრთნები, ასევე სხვა მასობრივი მოქმედებები შეთანხმებულ სასაზღვრო ზოლში და რეგულარულად გაცვალოს ინფორმაციები სამხედრო წვრთნების შესახებ.  

ამავდროულად, რუსეთი ალიანსს სთავაზობს დაადასტუროს, რომ მოსკოვი და ნატო ერთმანეთს არ მიიჩნევენ მოწინააღმდეგეებად და ვალდებული არიან მშვიდობიანად გადაჭრან კონფლიქტები და თავი შეიკავონ ძალის გამოყენებაზე.

მეორე დოკუმნტში მოსკოვი ვაშინგტონს მოუწოდებს არ განათავსოს შეიარაღება და სამხედროები იქ, სადაც სხვა ქვეყნის მიერ ეს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ იქნება აღქმული, ასევე თავი შეიკავოს თავისი ცის მიღმა მძიმე ბომბდამშენების გაშვებისა და საბრძოლო ხომალდების გაგზავნისგან იმ წყლებში, საიდანაც შესაძლებელი იქნება სხვა ქვეყნის ტერიტორიისთვის დარტყმების მიყენება.

ამის გარდა, რუსეთი ალიანსს სთავაზობს არ განათავოს ბირთვული იარაღი აშშ-ის ფარგლებს გარეთ, აიღოს უკვე განთავსებული შეიარაღება და გაანადგუროს შესაბამისი ინფრასქტრუქტურა.

კრემლმა ცოტა ხნით ადრეც მოითხოვა ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიები, კერძოდ, ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღებაზე უარის თქმა.

ბოლო პერიოდში რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა შესამჩნევად დაიძაბა უკრაინაში არსებული მდგომარებოს გამო. უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მასირებული გადასროლის ფონზე, დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს დაიწყებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge