png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები, უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

  • მსოფლიო
  • 17.12.2021
  • 14:04
ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები, უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის სამიტის შემდეგ მიღებულ ერთობლივ განცხადებაში, წევრი ქვეყნების ლიდერები პირობას დებენ, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრ და კოორდინირებულ სანქციებს გამოიწვევს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ამ საკითხის გადაწყვეტამდე რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. სამიტის დაწყებამდე Bloomberg-ი იუწყებოდა, რომ გაერთიანების უმსხვილესი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას არ ემხრობოდნენ.

Deutsche Welle წყაროზე დაყრნობით წერს, რომ სამიტის განმავლობაში წევრი ქვეყნების პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს სთხოვეს, რომ საკითხის სენსიტიურობისა და კონფიდენციალობის გამო, ტელეფონები სხდომაზე არ შეეტანათ.

რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ, ლიდერები ერთობლივ განცხადებაზე შეთანხმდნენ.

"ევროპული საბჭო ხაზს უსვამს გადაუდებელ აუცილებლობას, რომ რუსეთმა შეამციროს დაძაბულობა, რომელიც შექმნილია უკრაინის საზღვართან სამხედროების კონცენტრაციითა და აგრესიული რიტორიკით", - ნათქვამია სამიტის განცხადებაში.

ევროკავშირის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სრული მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

"უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას პასუხად ფართომასშტაბიანი შედეგები და მაღალი ფასის გადახდა მოჰყვება, პარტნიორებთან კოორდინირებული სანქციების ჩათვლით", - ნათქვამია ერთობლივ კომუნიკეში, რომელიც სამიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.

ამავე დროს, ევროპული საბჭოს მხარს უჭერს დაძაბულობის დეესკალაციას დიპლომატიური ძალისხმევის გზით. ხაზგასმულია "ნორმანდიული ფორმატის" მნიშვნელობა, რათა სრულად განხორციელდეს მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

ევროკავშირის სამიტის კომუნიკე ცხადჰყოფს, რომ რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული სანქციები არ დაწესდება.

დოკუმენტში ნათლად არის მითითებული, რომ ახლა ევროკავშირი ყურადღებას გაამახვილებს დიპლომატიაზე და სანქციები მხოლოდ შემდგომი აგრესიის საპასუხოდ იქნება შემოღებული.

პრევენციული სანქციების დაწესებისკენ ევროკავშირს უკრაინის პრეზიდეტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ამ გზით იქნებოდა შესაძლებელი შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება.

ფოტო: EU

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge