png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთთან დიალოგს გაართულებს - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

  • მსოფლიო
  • 15.12.2021
  • 20:14
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთთან დიალოგს გაართულებს - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანიას სურს რუსეთთან ურთიერთობები საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. თუმცა მისი თქმით, საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთთან დიალოგს ართულებს.

ბერბოკმა განაცხადა, რომ ტელეფონით ესაუბრა რუს კოლეგას სერგეი ლავროვს. მინისტრის თქმით, მან ლავროვს განუცხადა, რომ ბერლინი მზად არის მოსკოვთან ღია და სამართლიანი დიალოგისთვის.

 „ეს {დიალოგი} უნდა შედგეს საერთშორისო სამართლისა და ურთეირთპატივისცემის საფუძველზე. ცხადია, ისეთი ქმედებები, როგორიცა  მკვლელობა ტირგარტენში ძლიერ ართულებს დიალოგს. ფედერალური მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს უსაფრთხოება და პატივისცემა ჩვენი მართლწესრიგის“,  - განუცხადა მან ჟურნალისტებს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს განაჩენის კომენტირებისას.  

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ხელიუფლება ორ რუს დიპლომატს აძევებს.

 ბერლინის უზენაესმა სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ვადიმ კ. დამნაშავედ ცნო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გერმანიის ფედერალური პროკურატურა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ზელიმხან ხანგოშვილი 56 წლის რუსეთის მოქალაქემ ვადიმ კ.-მ მოკლა.

გენერალური პროკურორი ფორშნერი აცხადებად, რომ პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობა რუსეთის სამთავრობო უწყებების ბრძანებით განხორციელდა და ვადიმ კ. დაკავშირებულია რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან.

პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდებული ბერლინში ვადიმ სოკოლოვის სახელზე რეგისტრირებული ყალბი პასპორტით, საფრანგეთისა და პოლონეთის გავლით, ჩავიდა.

სასამართლო პროცესი დაახლოებით 14 თვე გრძელდებოდა და ამ ხნის განმავლობაში თითქმის 50 მოწმე დაიკითხა.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. მას ველოსიპედით მიმავალმა ქილერმა ქუჩაში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

ეს ხანგოშვილზე მეორე თავდასხმა იყო. 2015 წლის 28 მაისს თბილისში ჩაცხრილეს ავტომობილი, რომელშიც ის იმყოფებოდა. ხანგოშვილი სერიოზულად დაიჭრა. მკურნალობის დასრულებისთანავე მან საქართველო დატოვა.

ზელიმხან ხანგოშვილი 2012 წელს საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე სოფელ ლაფანყურის სპეცოპერაციაში შუამავალი იყო. სწორედ ამ სპეცოპერაციას დაუკავშირეს ხანგოშვილის ახლობლებმა 2015 წელს მომხდარი თავდასხმა.

ხანგოშვილის მკვლელობამ ბერლინსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური დაძაბულობა წარმოშვა.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge