png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჯო ბაიდენი დემოკრატიის სამიტს გამართავს, რომელსაც 100-ზე მეტი ქვეყანა დაესწრება

  • მსოფლიო
  • 09.12.2021
  • 16:20
ჯო ბაიდენი დემოკრატიის სამიტს გამართავს, რომელსაც 100-ზე მეტი ქვეყანა დაესწრება

ხუთშაბათს  აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დემოკრატიის მხარდამჭერ ვირტუალურ სამიტს გამართავს. სამიტს დაესწრებიან მსოფლიო ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რათა ჩამოყალიბდეს დემოკრატიული პროცესების განახლების პოზიტიური დღის წესრიგი.

სამიტი, რომელიც პარასკვეს, 10 დეკემბერს გაგრძლედება, იმართება ბაიდენის წინასაარჩევნო დაპირების ფარგლებში, მთელ მსოფლიოში დემოკრატიის გასაძლიერებლად ავტოკრატიული რეჟიმების აღმასვლის ფონზე.

ბაიდენის ადმინისტრაციის თანახმად, მსოფლიო ლიდერებს შესთავაზებენ განაცხადონ „შიდა მნიშვნელოვანი რეფორმების ჩასატარებლად კონკრეტული ზომებისა და ვალდებულებების შესახებ“ დემოკრატიული მიზნების შესაბამისად.

სამიტზე მიწვეულია 100-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის ლიბერალური დემოკრატები, შედარებით სუსტი დემოკრატიის წარმომადგენლები და რამდენიმე სახელმწიფო ავტორიტარული მახასიათებლებით. სამიტზე რუსეთი, ჩინეთი, ბელარუსი, თურქეთი და უნგრეთი მიწვეულნი არ არიან. საქართველოს მხრიდან სამიტს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრება.

 „დემოკრატიის ინდექსის“ თანახმად, რომელსაც უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House ადგენს, 77 მიწვეული ქვეყნა განეკუთვნება თავისუფალ ან სრულად დემოკრატიულ, 21 ნაწილობრივ თავისუფალ, 3 კი - არათავისუფალ სახელმწიფოს.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ „ამერიკის ხმას“ განუცხადა, რომ მიწვევა არ ნიშნავს, რომ აშშ-ს მხრიდან ეს ქვეყნები მოწონებას იმსახურებენ.

 „ნებისმიერი დემოკრატია - ეს არის სამუშაო, რომელიც გრძელდება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარყოფით ნიშანს ვუსვამთ იმ ადამიანებს, რომლებიც არ მოგვიწვევია. ჩვენ მოვიწვიეთ განსხვავებული ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ ისაუბრონ გლობალურ ძალისხმევაზე დემოკრატიის დასაცავად“, - განაცხადა ფსაკიმ.

ცოტა ხნით ადრე, ვაშინგტონში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა და მისმა ჩინელმა კოლეგამ ცინ განმა ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს, რომელშიც გმობენ სამიტს და აღნიშნავენ, რომ ის არის „ცივი ომის მენტალიტეტის მორიგი პროდუქტი.“

განცხადებაზე, რომ სამიტი განხეთქელებას ნერგავს, ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ ყოველთვის იმუშავებს მსოფლიოში დემოკრატიის განვითარებაზე.

 „ეს ის არ არის, რისთვისც ჩვენ ბოდიში უნდა მოვიხადოთ,“ - დასძენს ფსაკი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge