png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ჩემს შვილს უპირისპირდება სისტემა, თითქოს უკეთესად იყო გადატანილი წამების შემდეგ, მაგრამ ნელ-ნელა უკან მიდის - გიული ალასანია

  • კომენტარები
  • 05.12.2021
  • 19:11
ჩემს შვილს უპირისპირდება სისტემა, თითქოს უკეთესად იყო გადატანილი წამების შემდეგ, მაგრამ ნელ-ნელა უკან მიდის - გიული ალასანია

ყველაფერი, რაც აქ ხდება, კონტროლდება სისტემისგან, რომლის მიმართ მე ნდობა არ მაქვს, -  განუცხადა გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს.


მან ჰოსპიტალში შესვლამდე თქვა, რომ მისი დაკვირვებით, გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღე უკეთ იყო, მაგრამ ნელნელა მისი მდგომარეობა უარესდება.

„შენიშვნები მაქვს, მოგეხსენებათ, რომ ჩემს შვილს უპირისპირდება სისტემა, ეს ყველამ იცით. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩემი შვილი არის სისტემის ხელში და ყველაფერი რაც აქ ხდება, კონტროლდება სისტემისგან, რომლის მიმართ ნდობა არ მაქვს. აქ რომ გადმოიყვანეს, რამდენიმე დღე თითქოს უკეთესად იყო გადატანილი წამების შემდეგ, მაგრამ ვატყობ, ნელ-ნელა უკან მიდის, აშკარად. ექიმი არ ვარ, ანალიზებს არ გავცნობივარ, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილება არის ასეთი.

იქამდე არაფერს არ იღებდა და ახლა არ ვარ დარწმუნებული. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი დაღლა, ჩვეულებრივი ნერვიულობა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი არის მედიკამენტოზური, მაგრამ რა ფორმით ხდება ამის მიღება არ ვიცი. ჩამონათვალი, რაც ოფიციალურად არის დადასტურებული, მე არ მნახავს. კოვიდი გადაიტანა, სუსტი რაღაც ჰქონდა. კოვიდის შემდეგ, გარკვეული დროის შემდეგ რომ გაისინჯა, იქ რაღაც დაუნიშნეს, მაგრამ კარგად გრძნობდა თავს. ხშირად ვიყავი კიევში და ვხედავდი აქტიურ ადამიანს, ახლა სულ სხვა სურათია. კითხვის ნიშნები მიჩნდება, არაფრის გარანტია არ მაქვს. ექიმების მიმართ კი არ მაქვს ნდობაზე საუბარი, ექიმები შეიძლება ძალიანაც კარგი არიან, მაგრამ ვინ აკონტროლებს მის კვებას? ისევ სუს-ის ხელშია ყველაფერი და უკაცრავად, არ მაქვს ნდობა“,- განაცხადა გიული ალასანიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge