png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რომელ სამხედრო ორგანიზაციებში ან ნებისმიერ სხვა ორგანიზაციებში სურს წევრობა - კელი დეგნანი

  • კომენტარები
  • 03.12.2021
  • 14:41
 საქართველოს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რომელ სამხედრო ორგანიზაციებში ან ნებისმიერ სხვა ორგანიზაციებში სურს წევრობა - კელი დეგნანი

საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რომელი ალიანსის ნაწილად ყოფნა სურს საკუთარი ტერიტორიის დასაცავად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ძალიან მკაფიო კომენტარები გააკეთეს. დეგნანის თქმით, გზავნილი, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს ალიანსის წევრები გახდებიან, უცვლელია ბოლო 13 წლის განმავლობაში.

„ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გააკეთეს ძალიან მკაფიო კომენტარები მიმდინარე კვირას ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე. ეს არის გზავნილი, რომელიც უცვლელია ყოველწლიურად ბოლო 13 წლის განმავლობაში, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს ალიანსის წევრები. უცნაურია, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება ამას ახლა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა თავად მოაწერა ხელი სტამბოლის კონვენციას 90-იან წლებში, რამაც მკაფიო გახადა, რომ ყველა შეთანხმდა, ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, გადაწყვიტოს და განსაზღვროს თავისი სამხედრო ალიანსები. საქართველოს ასევე აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რომელ სამხედრო ორგანიზაციებში ან ნებისმიერ სხვა ორგანიზაციებში სურს წევრობა.

ამჟამად უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების მობილიზების გათვალისწინებით ჩანს, რომ რეალური საფრთხე მომდინარეობს ჩრდილოეთიდან და არა ნატო-ს ალიანსიდან, რომელიც მუშაობს ევროპულ რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშესაწყობად. ეს არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის. საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რომელი ალიანსის ნაწილად ყოფნა სურს საკუთარი ტერიტორიის დასაცავად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge