png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

კორონავირუსის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ რამდენად უფრო აგრესიულია, ამაზე ჯერ დაკვირვებაა საჭირო - ამირან გამყრელიძე

  • კომენტარები
  • 28.11.2021
  • 15:40
კორონავირუსის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ რამდენად უფრო აგრესიულია, ამაზე ჯერ  დაკვირვებაა საჭირო - ამირან გამყრელიძე

წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, მეტი რეინფიცირების უნარი აქვს, მაგრამ რამდენად უფრო აგრესიულია, ამაზე ჯერ დაკვირვებაა საჭირო, - განაცხადა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, რამდენიმე სამხრეთ აფრიკული ქვეყნიდან შემოსულ პირებს ან სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ამ ქვეყნებში მგზავრობის ისტორია ჰქონდათ, საქართველოშ შემოსვლისთვის სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი ექნებათ. ასევე აუცილებელი იქნება, პისიარტესტი იყოს ნეგატიური.

„14 დღე უნდა იყვნენ კარანტინში, კარანტინიდან გათავისუფლებაც იქნება მათთვის მხოლოდ, მაშინ როდესაც პისიარტესტი იქნება უარყოფითი. რაც შეეხება ახალ შტამს, ჩვენ ინფორმაცია გვაქვს ის, რასაც აქვეყნებს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი. თითოეული ეს უწყება მიიჩნევს, რომ ეს არის საკმაოდ შემაშფოთებელი და პირველივე დღიდან მიანიჭეს მას ეს სახელწოდება. წინასწარი მონაცემებით, ის უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო მეტი რეინფიცირების უნარი აქვს, მაგრამ რამდენად უფრო აგრესიულია შტამი, რამდენად მძიმე დაავადებებს იწვევს, რამდენად უფრო მაღალ სიკვდილიანობას იწვევს, ამაზე ჯერ უნდა იყოს დაკვირვება. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ფარავენ დღევანდელი მოქმედი ვაქცინები ამ შტამს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოში შემოსვლისას რვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთაზე რეგულაციები წესდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge