png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ირაკლი ყურაშვილი ბოდიშის მოხდა არ აპირებს - ტელეწამყვანი კესარიას გაღიზიანების დეტალებზე საუბრობს

  • ინტერვიუები
  • 11.02.2016
  • 17:27
ირაკლი ყურაშვილი ბოდიშის მოხდა არ აპირებს - ტელეწამყვანი კესარიას გაღიზიანების დეტალებზე საუბრობს

FaceTime-ი სამშაბათს სკანდალურ გადაცემას გთავაზობთ. გადაცემის წამყვანის, ირაკლი ყურაშვილის შეკითხვამ კესარია აბრამიძე იმდენად გააღიზიანა, რომ სტუდია დატოვა. კესარია აბრამიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ გადაცემის წამყვანი საჯაროდ ბოდიშს არ მოიხდის, კესარია მას სასამართლში უჩივლებს.

რა მოხდა სინამდვილეში, რატომ გაღიზიანდა კესარია აბრამიძე, რომელი პოლიტიკოსის ფოტოზეა საუბარი, ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე „პრაიმნიუსჯორჯიას“ ექსკლუზიურად გადაცემის წამყვანი ირაკლი ყურაშვილი ესაუბრება.

  • ირაკლი, თქვენ ახსენეთ გადაცემაში ფოტო, უფრო კონკრეტულად ხომ ვერ გვეტყვით, რა ფოტოზეა საუბარი და ზოგადად, რა კითხვამ გააღიზიანა კესარია?
  • სიტყვა პოლიტიკოსი, ეს იყო ერთადერთი სიტყვა, რომელმაც კესარია გააღიზიანა. როგორც ჩანს მას გარკვეულ საკითხებზე საუბარი არ სურს. მე დავუსვი კითხვა, ფოტო რომელიც ftime-მა მოიპოვა, გადაღებული ერთ-ერთ ძალიან ცნობილ პოლიტიკოსთან, რა ხდებოდა ამ ფოტოზე, სად იყო გადაღებული და შეესაბამება თუ არა რეალობას ინფორმაცია, რომ მას აქვს გარკვეული ურთიერთობა ამ ადამიანთან, ეს იყო თემა რის გამოც მან სტუდია პროტესტის ნიშნად დატოვა და ახლა დაუმსახურებლად აკრიტიკებს გადაცემას.
  • კესარიამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ თქვენ მას საჯაროდ ბოდიშს არ მოუხდით, სასამართლოში აპირებს ჩივილს. რას უპასუხებდით?
  • მე პატივს ვცემ ყველა ადამიანის უფლებას, უფლებას გქონდეს პირადი ცხოვრება, უფლებას იყო დაცული, უფლებას იყო რესპონდენტი და არ უასუხო კითხვას, რომელიც არ მოგწონს, მე სტანდარტი არ დამირღვევია, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს რესპონდენტის ცხოვრების, პროფესიული იქნება ეს თუ პირადი, მოყოლას და კითხვებს მისი ცხოვრების გარშემო, კესარია ამის სესახებ ინფორმირებული იყო, ის მოვიდა და ჩემი, როგორც ჟურნალისტის პირდაპირი მოვალეობაა დავსვა კითხვები, ამიტომ მე მისი უფლებები არ დამირღვევია, კიდევ ერთი მომენტია, რაც შეეხება მის მეგობარს, რომელიც ფოტოზეა აღბეჭდილი, როდესაც ადამიანი საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევი, მაღალ თანამდებობაზე ხარ და გქვია პოლიტიკოსი, შენი ცხოვრება მხოლოდ შენ აღარ გეკუთვნის, შენ გირჩევს საზოგადოება, ამიტომ უნდა შეეგუო, რომ შენი ცხოვრება გახდება განსჯის საგანი, ამიტომ აქ გასაკვირი არაფერია.
  • რომელ პოლიტიკოსზეა საუბარი?
  • არ მინდა დავარღვიო გადაცემის კონიუნქტურა, ამის უფლება არ მაქვს, ამიტომ ყველა დანარჩენ კითხვაზე პასუხს, ნახავთ ფეისთაიმში, სამშაბათს 11 საათზე ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
  • ის მაინც გვითხარით, ეს პოლიტიკოსი მმართველი გუნდიდან არის თუ...?
  • დეტალები, სამშაბათს.

გიორგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge