png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, იღებს საკვებს სქემის მიხედვით - კონსილიუმის ექიმი

  • კომენტარები
  • 20.11.2021
  • 20:36
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, იღებს საკვებს სქემის მიხედვით - კონსილიუმის ექიმი

კონსილიუმის ექიმებმა გორის ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, იღებს საკვებს სქემის მიხედვით.

ექიმების თქმით, მესამე პრეზიდენტს ჩაუტარდა ლაბორატორიული კველვები, შემუშავდა, იმედოვნებენ, რომ მკურნალობის შედეგად მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება.

"ჩვენ ჩამოვედით, რათა შეგვეფასებინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობა, მდგომარეობა დინამიკაში ნამდვილად გაუმჯობესებულია, სტაბილურია, უტარდება აბსოლუტურად ადექვატური თერაპია ძალიან მომზადებული და კარგი გუნდის მიერ.

ჩვენ ვნახეთ ლაბორატორიული კვლევის შედეგები, შევაფასეთ პაციენტის თერაპიული სტატუსი, დავუსახეთ ლაბორატორიული კვლევების შემდეგი სქემა, შევიმუშავეთ მკურნალობის ტაქტიკა, მედიკამენტები, ამ პროცესში ჩართული იყო, არა მხოლოდ ჩვენი კონსილიუმის გუნდი, არამედ აქაური არაჩვეულებრივი ექიმების გუნდი, პარალელურად იყო რესპუბლიკური საავადმყოფოდანაც ექიმი. მივიღეთ გადაწყვეტილება ხვალინდელ დღესთან მიმართებაში, როგორ უნდა მოვიქცეთ, ქალბატონმა ელენემ დასახა მკურნალობის-კვების ახალი ტაქტიკა. აქვს გარკვეული ჩივილები, რაც აბსოლუტურად ადექვატურია ამ დროისთვის, აქვს თავის ტკივილი და რაღაც გარკვეული პრობლემები, რომლებიც, ნელ-ნელა, იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად კორეგირდება.

იღებს საკვებს სქემის მიხედვით, იმიტომ რომ კვებაში უკან დაბრუნება გაცილებით უფრო რთულია და საჭიროებს ძალიან მნიშვნელოვან მონიტორინგს, ანალიზების შედეგები არის ნორმალური, გაუმჯობესებული, ჩვენ რომ ველოდებოდით, რომ შესაძლებელი იქნებოდა დამძიმება სწორედ ამიტომ გადმოვიყვანეთ მულტიპროფილურ კლინიკაში," - თქვა კონსილიუმის ექიმმა ნინო შარაშენიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge