png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ტიკარაძე დაეთანხმა არგუმენტს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში მკურნალობა მიზანშეწონილი არ არის - ექიმი

  • კომენტარები
  • 18.11.2021
  • 21:27
ტიკარაძე დაეთანხმა არგუმენტს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში მკურნალობა მიზანშეწონილი არ არის - ექიმი

ეკატერინე ტიკარაძე იქცეოდა, როგორც ექიმი და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწე და ის დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი, - განაცხადა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ ჯანდაცვის მინისტრ, ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ.

"ჯანდაცვის სამინისტროს საბოლოოდ ჩამოყალიბება უნდოდა, თუ რამდენად შესაძლებელია იმ დაწესებულებაში, სადაც იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, სრულფასოვანი მკურნალობის გაწევა. გადაწყვეტილებას სააკაშვილის გადაყვანა-გადმოყვანის თაობაზე, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო არ იღებს, მაგრამ კარგი ის იყო, რომ ორთავე ჯგუფმა შეძლო არგუმენტი მოეყვანა და დაერწმუნებინა, ჩემი აზრი, ყოველ შემთხვევაში, ასეთია, რომ ჯანდაცვის სამინისტროც იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს ალბათ სააკაშვილის გადაყვანა.

ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთივე პოზიცია, როგორც ნებისმიერი ექიმის. ამ შემთხვევაში ის იქცეოდა, როგორც ექიმი და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწე და ის დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია, გადაყვანილი იქნეს მრავალპროფილურ კლინიკაში.

ამ შეხვედრიდან დამრჩა პოზიტიური შთაბეჭდილება, რომ ქალბატონი ეკატერინე და მისი მოადგილე ბევრად უფრო ახლოს არიან ექიმების პოზიციასთან, ვიდრე პოლიტიკური ხელმძღვანელების," - თქვა ექიმმა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge