png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა მიზანშეწონილი არაა - ექიმთა საბჭოს წევრი სააკაშვილზე

  • კომენტარები
  • 17.11.2021
  • 01:33
ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა მიზანშეწონილი არაა - ექიმთა საბჭოს წევრი სააკაშვილზე

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა საბჭოს წევრი, კლინიკა ღია გულის ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ მე-18 პენიტენციური დაწესებულება კარგად აღჭურვილია, თუმცა იქ მიხეილ სააკაშვილისნაირი პაციენტის მკურნალობა მიზანშეწონილი არ არის.

"ეს ინფრასტრუქტურა არის შექმნილი ორი კვირის წინ, არის ინტენსიური თერაპიის პალატა, საკმაოდ კარგად აღჭურვილი, სტაფი გადმოყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოდან. იქ არის მორიგე ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და მორიგე ექთანი ყოველდღე. მაგრამ უარყოფითი ისაა, რომ ინტენსიური თერაპიის გამოცდილება ამ დაწესებულებას არ აქვს, რადგან ასეთი რამ არ ყოფილა და ისეთი პაციენტი, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი, ის ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციას, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია. საბოლოო დასკვნებზე ერთმანეთში შევჯერდებით, რადგან სხვადასხვა საქმით ვიყავით დაკავებული. ჩემი პირადი აზრია, რომ ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა არაა მიზანშეწონილი", - განაცხადა მან.

ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს თერაპევტებს, რადგან ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ დადგა მეტაბოლური ცვლილებები, რომელსაც სჭირდება სწორი კვება. გიორგი გრიგოლიას განმარტებით, ექსპრეზიდენტი დამოუკიდებლად და ერთბაშად ვერ შეძლებს ჭამის დაწყებას და მას ამ პროცესში მულტიპროფილური სამედიცინო ჯგუფის ზედამხედველობა სჭირდება.

"ხვალ რომ გამოაცხადოს ბატონმა მიხეილმა, რომ დავამთავრე შიმშილობა და ჭამა დაიწყოს, ასე არ შეიძლება, უცბად. ამას სჭირდება კონტროლი და ამას სჭირდება მულტიპროფილური სპეციალისტები, რისი საჭიროებაც აქ არ არის. ეს არის ჩემი წინასწარი დასკვნა",  – თქვა გრიგოლიამ.

დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 16 ნოემბერს შექმნა.

ფოტო: ფორმულა

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge