png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ჩემი მანდატი ვრცელდება უკრაინის ყველა მოქალაქეზე, მათ შორის, მათზეც, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ - უკრაინის სახალხო დამცველი

  • კომენტარები
  • 16.11.2021
  • 17:06
ჩემი მანდატი ვრცელდება უკრაინის ყველა მოქალაქეზე, მათ შორის, მათზეც, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ - უკრაინის სახალხო დამცველი

რადგან არ შემიშვეს და ვერ შევძელი, პირადად მენახა სააკაშვილი და გავცნობიდი მის მდგომარეობას, ვიზუალურად მაინც, ვფიქრობ ხელისუფლება რაღაცას მალავს, – ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოთხი საათის განმავლობაში ელოდა მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე ნებართვას, თუმცა არ მიუღია.

“ჩვენ მივიღეთ იუსტიციის სამინისტროსგან ოფიციალური პასუხი, რატომ არ მომცეს მონახულების ნებართვა, რომელიც საკმაოდ შეუსაბამოა, რადგან ერთ ნაწილში ნათქვამია, რომ მიხეილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რაც თითქოს სტრასბურგის სასამართლომაც დააფიქსირა, ხოლო უარის თქმის საფუძვლად მითითებულია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა, რომელიც უარს აცხადებს სიცოცხლისთვის აუცილებელ სამედიცინო მომსახურებაზე და იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მხოლოდ ის ვიზიტორები იქნებიან დაშვებული, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დაცვის თანხლებით შეშვებას ექვემდებარებიან. ამიტომ, აქედან ის დასკვნა გამოვიტანე, რომ დაშვებული იქნებიან მხოლოდ ნათესავები, ადვოკატები და უკრაინის კონსული. მსურს, მადლობა ვუთხრა ადვოკატს, რომელმაც გადმომცა წერილი მიხეილისგან, რომელშიც იწერება, რომ დაწესებულება სადაც განმათავსეს არ არის საავადმყოფო, საავადმყოფო აპარატურით. მულტიპროფილური არის სხვა ფილიალში, სადაც სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან განთავსებულნი“, – განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა.

მისივე თქმით, ვინაიდან არ ეძლევა მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება, ის წერილობით მიმართავს დაწესებულების მთავარ ექიმს და სთხოვს ინფორმაციას მისი ჯანმრთელოებისა და მკურნალობის შესახებ.

„უფლებამოსილება მაქვს უკრაინის უმაღლესი რადასგან, ადამიანის უფლებების მიმართულებით, ჩემი მანდატი ვრცელდება უკრაინის ყველა მოქალაქეზე, მათ შორის, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ. დღეს რომ ის მენახა, შესაძლოა, ჩემი შეფასებები შეცვლილიყო, მაგრამ დღეს არსებულით ჩემს შეფასებებს ვაგებ მასთან სხვა ადამიანების ურთიერთობებზე და შეხედულებებზე. რასაც ვხედავ, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ადამიანის უფლებების კონვენციის მე-3, მე-6 და მე-2 მუხლის დარღვევა, ადამიანის წამების შესახებ კონვენციის პირველი მუხლის დარღვევა და პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებების საერთაშორისო პაქტის დარღვევა, ამიტომ ხელისუფლებისგან მსურს, მივიღო პასუხი, რომელიც შესაბამისი ფაქტებით დაადასტურებს იმას, რასაც დღეს აცხადებენ. ჩემი მანდატი არ ვრცელდება იმაზე, რომ შევაფასო იმ ბრალდებების მართებულობა, რომელიც მის წინააღმდეგ არის გამოთქმული და წარდგენილი და დღევანდელი სასამართლო პროცესი ან მომავალი სისხლის სამართლის საქმეები შემიძლია, შევაფასო იმ კონტექსტში, შეესაბამება თუ არა პატიმრის უფლებები იმ საერთაშორისო კონვენციებს, რომლის რატიფიცირება საქართველომაც მოახდინა“, – აცხადებს უკრაინის სახალხო დამცველი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge