png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ეს არ არის შესაბამისი დაწესებულება ყოფილი პრეზიდენტისთვის, შემაშფოთებელია, როგორ ეპყრობიან მას - სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი

  • კომენტარები
  • 12.11.2021
  • 15:51
ეს არ არის შესაბამისი დაწესებულება ყოფილი პრეზიდენტისთვის, შემაშფოთებელია, როგორ ეპყრობიან მას - სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი

ამერიკელმა ადვოკატმა, ჯონ სენდვიჯმა მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში მოინახულა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ციხის საავადმყოფო არ არის შესაბამისი დაწესებულება და იქ ექსპრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხი სერიოზულად შემაშფოთებელია.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტი თავს მხნედ გრძნობს.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებულ საქმეებზე საუბრისას, ჯონ სენდვიჯმა თქვა, რომ მსგავსი ბრალდებები არასდროს მოიაზრება სისხლის სამართლის საქმედ არც აშშ-სა და არც საერთაშორისო სამართლის პრაქტიკაში, თუმცა, მისი თქმით, ახლა მთავარი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

"მე ვნახე ბრალდებები და შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკაში მსგავს ბრალდებებს ვერ იხილავთ. ვფიქრობ, ის, რაც მას ბრალად ედება, საერთოდ არ იქნებოდა მიჩნეული სისხლის სამართლის დანაშაულად ამერიკის კანონით, ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით. თუმცა, ამჟამად ჩვენი უპირველესი საფიქრალი მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა, - განაცხადა ადვოკატმა. 

მისი თქმით, სახელმწიფოს აქვს დაკავებულის მიმართ ზრუნვის ვალდებულება, რაც აღნიშნულ დაწესებულებაში ბერ შესრულდება.

"ეს არ არის დაწესებულება, სადაც მიხეილ სააკაშვილი უსაფრთხოდ იქნება. არ ვარ ქართული სამართლის სპეციალისტი, თუმცა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოს აქვს დაკავებულის მიმართ ზრუნვის ვალდებულება, რაც ამ დაწესებულებაში ადეკვატურად ვერ შესრულდება". - ამბობს ადვოკატი.

ჯონ სენდვიჯი გამოეხმაურა 11 ნოემბერს პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცლებულ ვიდეომასალასაც.

"ვნახე იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული კადრები და მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად შემაშფოთებელია ის, თუ როგორ ეპყრობიან ყოფილ პრეზიდენტს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველაზე მთავარი ამ დაწესებულების შეუსაბამობაა. ეს არ არის საავადმყოფო, ეს არის საპატიმრო, სადაც არის სამედიცინო პუნქტი, თუმცა ის არ არის საკმარისად აღჭურვილი, რომ სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში პაციენტს ადეკვატური დახმარება აღმოუჩინონ", - თქვა ჯონ სენდვიჯმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge