png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ხელისუფლებას დღეს პირდაპირ შეუძლია, გადაიყვანოს სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში და სტრასბურგთან დამატებითი პრობლემები არ შეიქმნას - ელენე ხოშტარია

  • კომენტარები
  • 11.11.2021
  • 13:12
ხელისუფლებას დღეს პირდაპირ შეუძლია,  გადაიყვანოს სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში და სტრასბურგთან დამატებითი პრობლემები არ შეიქმნას - ელენე ხოშტარია

ხელისუფლებას დღეს პირდაპირ შეუძლია,  გადაიყვანოს სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში და სტრასბურგთან დამატებითი პრობლემები არ შეიქმნას, - განაცხადა "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

მისი თქმით, მთავრობას აქვს შანსი სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანით ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან.

უმაღლესი ინსტიტუტი აკონტროლებს ახლა ამ პროცესს, მიცემულია თან ამ მეთვალყურეობისთვის ძალიან კონკრეტული ვადა, ეს არის ორი კვირა და ეს ორი კვირა ჩვენთვის ყველასთვის და პირველ რიგში რა თქმა უნდა ხელისუფლებისთვის, არის შანსი, რომ გამოვიდეთ ამ ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელი კრიზისიდან.

ახლა დადგა მომენტი, როდესაც საერთაშორისო, ყველაზე ძლიერი ინსტიტუტი გვეუბნება, მორჩით მაიმუნობას, გამოუშვით ინფორმაცია, სხვა შემთხვევაში დაისჯებით, ეს რა თქმა უნდა ჩემი მარტივი სიტყვებით ინტერპრეტაციაა. რომ არ იყოს აქ საფრთხე, ისინი ამ საქმეს არ მიიღებდნენ და ისინი გაეცნობიან ყველაფერს რაც აქ ხდება.

ხელისუფლებას დღეს პირდაპირ შეუძლია, მათ შორის საკუთარი პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე, გადაიყვანოს სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში და სტრასბურგთან დამატებითი პრობლემები არ შეიქმნას და გააგზავნოს ინფორმაცია მისი უსაფრთხო და სამედიცინო თვალსაზრისით სწორი გარემოს შესახებ" , - ამბობს ელენე ხოშტარია.

მისი თქმით,  სტრასბურგის გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად შიმშილობს.

"სტრასბურგმა კონკრეტულად ამ მომენტში, არ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღესვე მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, ოღონდ სტრასბურგმა, პირველ რიგში თქვა და დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, ანუ ყველანაირი სპეკულაცია მთავრობის მხრიდან, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს, ჭამს, სვამს და ა.შ. არის საერთაშორისო, ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის მიერ აბსოლუტურად უგულვებელყოფილი. მეორე, სტრასბურგმა თქვა და მიიღო ეს საქმე პრიორიტეტულ საქმეთა სიაში და მან მოითხოვა დეტალური ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ რა პირობებში არის მიხეილ სააკაშვილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პროცესი არის უკვე არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ელჩების, არამედ სტრასბურგის მონიტორინგის ქვეშ" ,- თქვა ხოშტარიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge