png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სტრასბურგის სასამართლომ არ განსაზღვრა, სად უნდა იყოს სააკაშვილის ადგილსამყოფელი, ითქვა, რომ სადაც არის, უნდა იყოს დაცული და უმკურნალონ - ანა დოლიძე

  • კომენტარები
  • 11.11.2021
  • 13:05
სტრასბურგის სასამართლომ არ განსაზღვრა, სად უნდა იყოს სააკაშვილის ადგილსამყოფელი, ითქვა, რომ სადაც არის, უნდა იყოს დაცული და უმკურნალონ - ანა დოლიძე

სტრასბურგის სასამართლომ არ განსაზღვრა, სად უნდა იყოს სააკაშვილის ადგილსამყოფელი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არამედ ითქვა, რომ სადაც არის, უნდა იყოს დაცული, უნდა უმკურნალონ, - განაცხადა პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას.

მისი თქმით, სასამართლო ჰუმანიტარული მიზნებით მოქმედებს, როდესაც სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„ამ განკარგულებამ ორი მნიშვნელოვანი რამ გააკეთა. მან შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა სააკაშვილს. ეს დიდად რაიმე სიახლე არ არის, რადგან სასამართლო ჰუმანიტარული მიზნებით მოქმედებს. სხვა შემთხვევებშიც აქვს ეს გაკეთებული, მაგალითად მოლდოვაში, როდესაც პოლიტიკური პატიმრები შიმშილობდნენ. ეს არ არის შიმშილობის შინაარსზე მსჯელობა, ეს ჰუმანიტარული აქტია, რომ ადამიანმა საკუთარი თავი არ დაიზიანოს საქმის განხილვის დროს. რაც შეეხება სააკაშვილის გადაყვანის გადაწყვეტილებას, სასამართლომ ბრძანა, რომ სადაც არის სააკაშვილი, იქ იყოს დაცული მისი ჯანმრთელობის უფლება და უსაფრთხოება და რომ ეს ინფორმაცია მუდმივად მიეწოდოს სტრასბურგის სასამართლოს 24 ნოემბრამდე. ამ შემთხვევაში სასამართლომ არ განსაზღვრა, სად უნდა იყოს სააკაშვილის ადგილსამყოფელი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არამედ ითქვა, რომ სადაც არის, უნდა იყოს დაცული, უნდა უმკურნალონ, როგორც აუცილებელია და უსაფრთხოებაც, თუნდაც ციხეში, დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge