png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

29 ნოემბერი მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის თარიღი კი არა, თქვენი ხელისუფლების გადაშენების თარიღი იქნება - ნიკა გვარამია

  • კომენტარები
  • 10.11.2021
  • 18:36
 29 ნოემბერი მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის თარიღი კი არა, თქვენი ხელისუფლების გადაშენების თარიღი იქნება - ნიკა გვარამია

პირობას გაძლევთ, 29 ნოემბერი მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის თარიღი კი არ არის, თქვენი ხელისუფლების გადაშენების თარიღია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებს განაცხადა.

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ჩანიშვნა, არის ცინიზმის მწვერვალი.

„დღეს პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი გამოგვიტანეს შუამდგომლობაზე, პროცესის ჩანიშვნით 29-ში. მიხეილ სააკაშვილზე თქვეს მათ, რომ ამ დროისთვის ის მაინც არ იქნება და 29-ში განვიხილავთ ამ საკითხს მის გარეშე, რადგან ცოცხალი არ იქნებაო. ეს არის დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც ვეუბნები, მიხეილ სააკაშვილი იქნება ცოცხალი და თქვენ არ იქნებით მოსამართლეები, მაღლა მზე იქნება და ეს ასე იქნება. მიხეილ სააკაშვილი 29-შიც ცოცხალი იქნება, იმის მერეც და 29-მდე როგორმე თქვენი ხელისუფლება თუ მიგორდა თავის სასამართლო ხელისუფლებიანად, ყველანაირ ხელისუფლებიანად, ამაზე იფიქროთ, გირჩევნიათ. პირობას გაძლევთ, კვლავ გეუბნებით, 29 მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის თარიღი კი არ არის, თქვენი ხელისუფლების გადაშენების თარიღია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს, 11:00 საათზე განახლდება. აღნიშნული გადაწყვეტილება დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მიიღეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge