png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ის ჯოჯოხეთი რაც ამ დაწესებულებაშია, არსად მინახავს. 10-მდე ადამიანმა, ტანსაცმელშემოხეული, მიწაზე თრევის გზით მიიყვანა - სააკაშვილის ადვოკატი

  • კომენტარები
  • 09.11.2021
  • 13:43
ის ჯოჯოხეთი რაც ამ დაწესებულებაშია, არსად მინახავს. 10-მდე ადამიანმა, ტანსაცმელშემოხეული, მიწაზე თრევის გზით მიიყვანა - სააკაშვილის ადვოკატი

ის ჯოჯოხეთი რაც ამ დაწესებულებაშია, - განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ, გლდანის მე-18 დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

 მისი თქმით, მესამე პრეზიდენტს 10-მდე სპეცრაზმელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი პალატაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.

 "ის ჯოჯოხეთი რაც ამ დაწესებულებაშია, არსად მინახავს. რაც შეეხება გუშინდელ მოვლენებს, გუშინ მიხეილ სააკაშვილი შეხვდა ბატონ აკო მინაშვილს. ამ შეხვედრის მერე დაიწყეს მისი მოტყუება, პარალელურად ატყუებდნენ კონსილიუმს, რომ პრეზიდენტი არ ჩამოდიოდა ექიმის სანახავად, პარალელურად, ოჯახის წევრებს ატყუებდნენ რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე დაკავებული იყო სხვა საქმეებით და ვერ შეხვდებოდათ.

 ამასთან ერთად, მასთან მივიდნენ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, მათ შორის ციხის დირექტორი ზურაბ მოდებაძე, უთხრეს რომ გადაჰყავდათ ერთ-ერთ ცენტრალურ სამოქალაქო კლინიკაში და ჩაელაგებინა ბარგი. პრეზიდენტმა სცადა დეტალებში გარკვევა, თუმცა უთხრეს, რომ მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვერ ეტყოდნენ უფრო ზუსტ ინფორმაციას. პრეზიდენტი გაყვა საკუთარი ნებით, რადგან მოატყუეს კანონის ყველა ნორმის დარღვევით, რომ მიყავდათ სამოქალაქო კლინიკაში. მან მხოლოდ აქ მოსვლის შემდეგ გაიგო, სად იმყოფებოდა.

მან ბუნებრივია უარი თქვა მანქანიდან გადმოსვლაზე, რადგან ეს არ იყო ის, რაზეც მას თანხმობა ჰქონდა გაცემული და სრული უფლება აქვს, უარი თქვას სამედიცინო ჩარევაზე, რის შემდეგაც, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, იძულებით, ათამდე სპეცრაზმელმა გადმოთრია ატეხილი ორგანიზებული ხმაურის ფონზე, რომლებსაც წინასწარ მიაწოდეს ინფორმაცია ხელისუფლებაში მყოფმა თანამზრახველებმა. დაიწყეს მორალური ზეწოლა მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც არავითარი გავლენა არ ექნება არც მესამე პრეზიდენტზე და არც მის უფლებადამცველებზე. ეს არის სირცხვილი, ეს არის ინდიკატორი, თუ სადამდე დაეშვა ქართული სახელმწიფო.

მიხეილ სააკაშვილი 10-მდე ადამიანმა იძულებით, წელს ზემოთ ტანსაცმელშემოხეული მიწაზე თრევის გზით მიიყვანეს დაწესებულებამდე და იძულებით მოათავსეს პალატაში", - თქვა შოთა თუთბერიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge