png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილი გადმოყვანილია იმისთვის, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია - ბექა ბასილაია

  • კომენტარები
  • 09.11.2021
  • 13:01
გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილი გადმოყვანილია იმისთვის, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია - ბექა ბასილაია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, გლდანის ციხის N18 სამკურნალო დაწესებულებაში, მესამე პრეზიდენტთან ვიზიტის შემდეგ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი იქ გადაყვანილია იმისათვის, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია.

"აქ არის ჯოჯოხეთური მდგომარეობა, აქ არ არის არანაირი უფლება გარანტირებული, აქ არის მიხეილ სააკაშვილი გადმოყვანილი იმისთვის, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია", - განაცხდა  ბექა ბასილაიამ.

მისივე თქმით, მალე დადგება მდგომარეობა, როცა ის გონებას დაკარგავს.

"მიხეილ სააკაშვილი არ იღებს არანაირ მედიკამენტებს, ის მხოლოდ იღებს აბებს, რომელიც დანიშნული ჰქონდა მისი ჰილანდიელი ექიმის მიერ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ. მდგომარეობა, როცა ის გონებას დაკარგავს ახლოვდება და ძალიან მოკლე დროში მისი სიცოცხლისთვის მოგვიწევს ბრძოლა.

ამასთან, ხაზი უნდა გაესვას, რომ აქ არის ჯოჯოხეთური მდგომარეობა, აქ არ არის არანაირი უფლება გარანტირებული, აქ არის მიხეილ სააკაშვილი გადმოყვანილი იმისთვის, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია. მისი ფიზიკური უსაფრთხოება დგას სერიოზული რისკის ქვეშ. როცა ჩვენ შევედით, მთელი ციხე ყველა კორპუსი, გამოსვლისას განსაკუთრებით, ორგანიზებულად ადვოკატებსაც კი გვიწყობდნენ საშინელ ობსტრუქციას. მათი არავის ეშინია, მაგრამ ეს არის მორალური ტერორი და არ გამოვრიცხავ, რომ ისინი ფიზიკურ ანგარიშსწორებაზეც გადავიდნენ. მათი სურვილია კრიმინალის ხელით სააკაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშწორება, დამცველებზე ანგარიშწორება", - აღნიშნა ბასილაიამ.

მისივე თქმით, სააკაშვილზე თავდასხმის შესაძლებლობაც არსებობს.

"მიხეილ სააკაშვილი სადაც არის მოთავსებული, იქ არის პოსტი რამდენიმე თანამშრომლის, ეს ნიშნავს, რომ დერეფანი არის თავისუფალი. ეს ნიშნავს, რომ დაგეგმვისა და ორგანიზების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმის შესაძლებლობაც არსებობს აქ. დაუყონებლივ უნდა მოხდეს აქედან გადაყვანა.

ამასთან ერთად, როგორ გგონიათ, ადვოკატები როგორ შევხვდით მიხეილ სააკაშვილს - ტელეფონით. ანუ დაცვის უფლების განხორციელების შესაძლებლობაც კი არ არის აქ, ელემენტარული კლიენტთან კონფიდენციალური ურთიერთობის დაცვის. ეს არის მესამე პრეზიდენტის გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა და ამაში იღებს მონაწილეობას მთავრობა და პენიტენციური სამსახური და ეს უნდათ, გააკეთონ ერთობლივი მონაწილეობით. ჩვენ ვიცით, როგორ აქტიურად იყენებს კრიმინალს ხელისუფლება მიზნების მისაღწევად", - ამბობს ბექა ბასილაია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge