png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

რატი ბრეგაძე ამბობს, რომ სააკაშვილმა გლდანის ციხის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

  • კომენტარები
  • 08.11.2021
  • 21:42
რატი ბრეგაძე ამბობს, რომ სააკაშვილმა გლდანის ციხის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, როდესაც პატიმარი სააკაშვილი №18  დაწესებულებაში  შესახლდა, მან როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს.

„როდესაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18  დაწესებულებაში, მან, სამწუხაროდ, მიაყენა როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომლებს. აქვე გეტყვით, რომ ეს არიან ის თანამშრომლები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და თითოეული პატიმრის უფლების დაცვაზე და ჩვენ ვერავის მივცემთ მათი შეურაცხყოფის უფლებას“, – განაცხადა რატი ბეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს გენერალური ინსპექცია სწავლობს და მას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

„რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერავის, ვინც არ  უნდა იყოს ის, ვერც მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენს საამაყო თანამშრომლებს, რომლებიც თვეების განმავლობაში საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი ვერ ნახულობენ, ასე მოექცეს. საზოგადოებისთვის ყველაფერი  მალე გახდება ცნობილი. გენერალური ინსპექცია დაიწყებს შესწავლას და ეცნობება საზოგადოებას და ადვოკატებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge