png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე, შესაბამისად, გაიზარდა რისკი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა - რატი ბრეგაძე

  • კომენტარები
  • 08.11.2021
  • 21:31
სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე, შესაბამისად, გაიზარდა რისკი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა - რატი ბრეგაძე

მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე, შესაბამისად, გაიზარდა რისკი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა, ის განთავსებულია გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, - განაცხადა ტვ იმედის ეთერში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილზე იზრუნებს სამედიცინო პერსონალი და მისი მეთვალყურეობა იქნება უფრო უკეთესი და მჭიდრო.

"მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე, რომელიც მას უტარდებოდა, შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა, შეიქმნა მზარდი, ბუნებრივია, იქმნებოდა მსგავსი ტიპის რისკი და შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარების რისკის მინიმილიზაციის და პრევენციის გამო, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

ის განთავსებულია გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, მასზე იზრუნებს სამედიცინო პერსონალი და მისი მეთვალყურეობა იქნება უფრო უკეთესი და მჭიდრო.

ეს განპირობებული იყო, რა თქმა უნდა, ასევე უსაფრთხოების მოტივებით, ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ სუს-ის ბრიფინგი, სადაც იყო საუბარი იმაზე, რომ თუ მოხდებოდა პატიმრის გადაყვანა სხვა დაწესებულებაში, მობილიზებული იქნებოდა ადამიანების გარკვეული რაოდენობა, რომელიც შეეცდებოდა  გზების ჩახერგვას და ხელშეშლას, ასევე გვქონდა სხვა ინფორმაციაც და ზოგადად ამ პატიმრის ირგვლივ არსებული სიტუაცია წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და მის უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნა, სწორედ ამ მოტივების გამო, ის გადავიყვანეთ შესაბამის დაწესებულებაში", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge