png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მნიშვნელობა არ აქვს, სააკაშვილი საკვების რა ფორმას და ზომას ღებულობს, მთავარია, ამ ეტაპზე მისი არც ერთი სასიცოცხლო პარამეტრი არ არის კითხვის ნიშნის ქვეშ - გურამ მაჭარაშვილი

  • კომენტარები
  • 07.11.2021
  • 14:19
მნიშვნელობა არ აქვს, სააკაშვილი საკვების რა ფორმას და ზომას ღებულობს, მთავარია, ამ ეტაპზე მისი არც ერთი სასიცოცხლო პარამეტრი არ არის კითხვის ნიშნის ქვეშ  - გურამ მაჭარაშვილი

მნიშვნელობა არ აქვს, სააკაშვილი საკვების რა ფორმას და ზომას ღებულობს, მთავარია, ამ ეტაპზე მისი არც ერთი სასიცოცხლო პარამეტრი არ არის კითხვის ნიშნის ქვეშ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, ეს პოზიტიური ინფორმაციაა და აღარავის აქვს იმის საფუძველი, რომ ამ ეტაპზე მოითხოვოს კერძო კლინიკაში გადაყვანა.

„მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუ ის გაუმჯობესდება ნებისმიერი ფორმით, არის ძალიან კარგი და ამ შემთხვევაშიც, მნიშვნელობა არ აქვს, დეტალებში შევიდეთ, საკვების რა ფორმას და ზომას ღებულობს, ეს არ არის საინტერესო. მთავარია, რომ ექიმების დასკვნით, ამ ეტაპზე მისი არც ერთი სასიცოცხლო პარამეტრი არ არის კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს არის პოზიტიური ინფორმაცია. ამის შესაბამისად, არავის აღარ აქვს იმის საფუძველი, რომ ამ ეტაპზე მოითხოვოს კერძო კლინიკაში გადაყვანა. ზოგადად, საზოგადოებას აინტერესებს, რა კონკრეტული საფუძველი უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ გადაიყვანონ კერძო კლინიკაში. ბუნებრივია, არსებობს კერძო კლინიკაში გადაყვანის პრეცედენტები, თუმცა არა შიმშილობის გამო. უნდა არსებობდეს ამის შესაბამისი საექიმო დასკვნები. თუკი აუცილებლობა იქნებოდა, ეს არ იქნებოდა დამალული, ამას ვერავინ დამალავს დედამიწის ზურგზე, თუკი რომელიმე დასკვნა იქნება სამედიცინო ხასიათის, სადაც იქნება ჩვენებები, რომ აუცილებელი იქნება მისი გადაყვანა რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge